ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კომისიამ GDS TV დააჯარიმა
3 დეკემბერი, 2020, 18:56
კომისიამ GDS TV დააჯარიმა

თბილისი (GBC) - კომუნიკაციების კომისიამ მოქალაქეების საჩივარი დააკმაყოფილა და ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „ჯი-დი-ეს თი-ვი“ 2500-2500 ლარით დააჯარიმა. არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი ფილმებისა და სერიალების განთავსებისთვის.


დაარღვიეს დროითი შეზღუდვებისა და შესაბამისი ნიშანდების მინიჭების წესი. რუსთავი 2“-მა კომისიაში საკითხის განხილვის დაწყების შემდეგ სრულად ამოიღო დარღვევით განთავსებული ფილმები, ხოლო ,,ჯი-დი-ეს თი-ვიმ“ ნაწილობრივ. 


ბავშვის უფლებათა კოდექსში შესული ცვლილებებით, მაუწყებლებმა არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამის განთავსებისგან თავი უნდა შეიკავონ დღის შემდეგ მონაკვეთებში: 18 წლამდე მოზარდისთვის შეუსაბამო პროგრამა 6-იდან 24 საათამდე, 15 წლამდე 6-იდან 23 საათამდე, 12 წლამდე 6-იდან 21 საათამდე, 7 წლამდე 6-იდან 21 საათამდე. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561-ე მუხლის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს საფრთხის შემცველი ინფორმაციისაგან ბავშვის დაცვა, რა მიზნითაც მაუწყებელი პროგრამულ ბადეს უნდა გეგმავდეს კანონით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.


წელს ძალაში შევიდა კომისიის დადგენილება, რომელიც ბავშვებს ინტერნეტში განთავსებული საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან დაიცავს. მშობლებს ეძლევა მექანიზმები, შვილებისთვის ვირტუალურ სივრცეებთან წვდომის შესაზღუდად. მათი დაცვისთვის ფსიქიკაზე მავნე ზეგავლენისგან.



 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები