| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - გაეროს ნარკოტიკული საშუალებების საკითხთა კომისიამ კანაფის თერაპიული თვისებები აღიარა და ის ნარკოტიკების სიიდან ამოიღო. ამის შესახებ კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
რელიზში ნათქვამია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ
2019 წელს გასცა კანაფისა და მასთან დაკავშირებული ნივთიერებების კონტროლის შეცვლის
რეკომენდაცია. ჯანმომ გაეროს კომისიას კანაფთან დაკავშირებული რვა გადაწყვეტილება წარუდგინა.
მაშინ კომისიამ საკითხის განხილვა გადადო, რათა მეტი დრო მიეცა ქვეყნებისთვის რეკომენდაციების
განსახილველად.
კომისიის 2 დეკემბრის სხდომაზე კანაფის ნარკოტიკული
ნივთიერებების სიიდან ამოღებას 27–მა წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 25, ხოლო
ერთმა თავი შეიკავა.
გაზეთი New York Times წერს, რომ აღნიშნული ცვლილების
წინააღმდეგ წავიდნენ რუსეთი, ჩინეთი, ეგვიპტე, ნიგერია და პაკისტანი.
გაზეთი ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ კომისიის ეს
გადაწყვეტილება არ შეამსუბუქებს მსოფლიოში კანაფის კონტროლს, ვინაიდან ყოველი ქვეყანა
ინდივიდუალურად ახდენს ამ მცენარის კლასიფიკაციას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss