ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბანკები სესხის საყოველთაო გადავადებისთვის არა, მაგრამ ინდივიდუალური რესტრუქტურიზაციისთვის მზად არიან
3 დეკემბერი, 2020, 12:22
ბანკები სესხის საყოველთაო გადავადებისთვის არა, მაგრამ ინდივიდუალური რესტრუქტურიზაციისთვის მზად არიან

თბილისი (GBC) - საბანკო სექტორი მზად არის განიხილოს რესტრუქტურიზაციის ინდივიდუალური მიმართვები. 2020 წელი თანაბრად რთული აღმოჩნდა, როგორც მსოფლიოსთვის, ისე საქართველოს მოსახლეობისთვის. საბანკო სექტორი ადექვატურად პასუხობს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გამოწვევებს, მათ განწყობებსა და მოლოდინებს და ეროვნულ ბანკთან და მთავრობასთან ერთად, მზადაა მაქსიმალურად შეუმსუბუქოს საქართველოს მოქალაქეებს პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების ნეგატიური გავლენა.

2020 წლის ივნისიდან საბანკო სექტორი მუდმივ რეჟიმში სწავლობს და რეაგირებს კომპანიების შეცვლილ მოთხოვნებზე და რეალობაზე. ნებისმიერი განცხადება საბანკო სექტორის შესაძლო ქმედითუნარიანობის შემცირებასთან დაკავშირებით საფუძველმოკლებულია. 2019-2020 წლების განმავლობაში შექმნილი კაპიტალის ბუფერები და რეზერვები იძლევა სისტემის მდგრადი განვითარების საშუალებას.

მსესხებლები, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი დეკემბერ-იანვრის დროებითი ღონისძიებების შედეგად, უნდა დარეგისტრირდნენ მთავრობის მიერ დაანონსებულ პორტალზე, რაც მათი განაცხადების დაჩქარებული დაკმაყოფილების საშუალებას შექმნის. ის მსესხებლები, რომელთა შემოსავლების სტრუქტურა შეიცვალა ან შემცირდა, შემცირების დამადასტურებელი საბუთებით მომართვის შემთხვევაში, სექტორი ინდივიდუალურად განიხილავს მათ განაცხადებს და შესაბამისად, ინდივუდუალურად მიიღებენ გადავადების თუ რესტრუქტურიზაციის გადაწყვეტილებებს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები