| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - არასწორია ინფორმაცია, თითქოს
მიმდინარე წელს, ვერ მოხდა თანხების ათვისება და არსებობს რისკები რესურსების
არაეფექტიანად გახარჯვის თაობაზე“, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო აუდიტის
დასკვნასთან დაკავშირებით აქვეყნებს.
უწყების ცნობით, რეალური სურათი,
რომელიც უკავშირდება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს არის შემდეგი:
„პანდემიის პირობებში, სახელმწიფო
რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენების მიზნით, მიმდინარე წელს
ცვლილებები შევიდა სახელმწიფო ბიუჯეტში, რის შედეგადაც 600 მლნ ლარით შემცირდა
ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და შემცირდა იმგვარი პროგრამების დაფინანსება,
რომელთა ათვისებაც დაწესებული შეზღუდვების გამო აღარ განხორციელდა და აღნიშნული
თანხები მაქსიმალურად მიიმართა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო
სხვადასხვა ღონისძიების დასაფინანსებლად,
როგორც სოციალური ისე ჯანდაცვის მიმართულებით.
რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან
გამომდინარე, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წლის სექტემბრიდან
საქართველოში, ისევე როგორც ევროპის და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, COVID-19-ის
პანდემიის გავრცელება და ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, აღნიშნული
ტენდენცია კვლავ გაგრძელდა და დღესაც, ბიუჯეტის ხარჯვა მაქსიმალური შეზღუდვებით
მიმდინარეობს იმისათვის, რომ არსებული ეკონომიები ერთი მხრივ, მოხმარდეს
ანტიკრიზისული პაკეტებით განსაზღვრულ ღონისძიებებს, მეორე მხრივ, მიმდინარე წლის
ბოლომდე შემცირდეს საბიუჯეტო დეფიციტი.
აღნიშნული გადაწყვეტილება
განაპირობებს, სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი,
მიიმართოს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისა და მოსახლეობის სოციალური და ჯანდაცვითი
ღონისძიებების მხარდაჭერისკან“, - ნათქვამია განცხადებაში.
აუდიტის სამსახურის მონაცემებით,
2020 წლის 8 თვის მდგომარეობით, საინვესტიციო კრედიტების ფარგლებში მიღებულია 763
მლნ ლარი, რაც 9 თვის გეგმის 95%-სა და წლიური გეგმის 74%-ს შეადგენს. რაც შეეხება
ბიუჯეტის მხარდამჭერ სესხებს, 8 თვის მდგომარეობით აღნიშნული წყაროდან ბიუჯეტში
მობილიზდა 2.3 მლრდ ლარი, რაც 9 თვის გეგმის 81%-სა და წლიური გეგმის 44%-ს
შეადგენს. აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული
საინვეტიციო პროექტების ნაწილი, 8 თვის მდგომარეობით, ათვისების დაბალი
მაჩვენებლით ხასიათდება, რაც საინვესტიციო პროექტების შეფერხებებით
განხორციელებაზე მიუთითებს. კერძოდ, საკრედიტო სახსრების ათვისება 60%- ზე
ნაკლებია (9 თვის გეგმასთან მიმართებით) 14 პროექტის შემთხვევაში. აღნიშნულ
პროექტებზე საბოლოო კვარტალური განწერით განსაზღვრული 9 თვის გეგმით გათვალისწინებული
იყო ჯამურად 125.4 მლნ ლარის მიმართვა, საიდანაც 8 თვეში ათვისებული იქნა მხოლოდ
25 მლნ ლარი (20%).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss