| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2020 წლის ივნისში
სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში განხორციელებული ცვლილებებით, ბიუჯეტში აისახა
პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შოკების საპასუხო ღონისძიებები. ამ მხრივ
გამოყოფილმა თანხამ 2,038 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნული ხარჯები რამდენიმე
მიმართულებით გადანაწილდა. დაფინანსების 39.5% (806 მლნ ლარი) მიიმართა
მოსახლეობის სოციალურ დაცვაზე, 23.8% (485 მლნ ლარი) ეკონომიკის სტიმულირებაზე,
ხოლო 17.1% (348 მლნ ლარი) ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერაზე.
საერთო-სახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის გადასახდელებზე გამოყოფილი თანხიდან 133.5 მლნ ლარი წარმოადგენს
StopCov ფონდში აკუმულირებულ თანხას, საიდანაც 8 თვის მდგომარეობით, 120 მლნ ლარი
მიიმართა ჯანდაცვის სამინისტროს ქვეპროგრამის - „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2)
გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქება - 18
წლამდე ბავშვთა ერთჯერადი სოციალური დახმარება დაფინანსებისთვის .
აუდიტის სამსახურის მონაცემებით,
პანდემიის შედეგად გამოწვეული დამატებითი ხარჯების დასაფინანსებლად გარდა ბიუჯეტის
კანონის ცვლილებისა, 21.3 მლნ ლარი აკუმულირებული იქნა პროგრამებს/ქვეპროგრამებს
შორის თანხების გადანაწილების შედეგად, საიდანაც 16 მლნ ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს მიერ მიიმართა ეკონომიკის სტიმულირების, ხოლო შინაგან
საქმეთა სამინისტროს მიერ 5 მლნ ლარი - სამოქალაქო უსაფრთხოების
უზრუნველყოფისათვის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss