| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2020 წლის 8 თვის მდგომარეობით, კრედიტების სახით საგარეო წყაროებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზდა 3.1 მლრდ ლარი, რაც წლიური გეგმის 49%-ს, ხოლო 9 თვის გეგმის 84%-ს შეადგენს.
მიღებული კრედიტების ძირითადი ნაწილი ბიუჯეტის მხარდამჭერ სესხებზე მოდის, რომელთა მიზნობრიობა, საინვესტიციო პროექტებისგან განსხვავებით, წინასწარ განსაზღვრული არ არის და ძირითადად მიიმართება ბიუჯეტის მიმდინარე საჭიროებების დასაფინანსებლად.
2020 წლის 8 თვის მდგომარეობით, საინვესტიციო კრედიტების
ფარგლებში მიღებულია 763 მლნ ლარი, რაც 9 თვის გეგმის 95%-სა და წლიური გეგმის
74%-ს შეადგენს. რაც შეეხება ბიუჯეტის მხარდამჭერ სესხებს, 8 თვის მდგომარეობით
აღნიშნული წყაროდან ბიუჯეტში მობილიზდა 2.3 მლრდ ლარი, რაც 9 თვის გეგმის 81%-სა
და წლიური გეგმის 44%-ს შეადგენს.
აუდიტის სამსახურის მონაცემებით,
ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული საინვეტიციო პროექტების ნაწილი, 8 თვის
მდგომარეობით, ათვისების დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება, რაც საინვესტიციო
პროექტების შეფერხებებით განხორციელებაზე მიუთითებს. კერძოდ, საკრედიტო სახსრების
ათვისება 60%- ზე ნაკლებია (9 თვის გეგმასთან მიმართებით) 14 პროექტის
შემთხვევაში. აღნიშნულ პროექტებზე საბოლოო კვარტალური განწერით განსაზღვრული 9
თვის გეგმით გათვალისწინებული იყო ჯამურად 125.4 მლნ ლარის მიმართვა, საიდანაც 8 თვეში
ათვისებული იქნა მხოლოდ 25 მლნ ლარი (20%).
საკრედიტო რესურსის სახით
მობილიზებული სახსრების დროული ათვისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ტიპის
სესხებისათვის, რომლებიც ითვალისწინებს ვალდებულების გადასახადის (Commitment Fee)
გადახდას კრედიტის აუთვისებელ ნაწილზე, რადგან პროექტის დაგეგმილზე დაგვიანებით
განხორციელება იწვევს კრედიტის მომსახურების ხარჯების ზრდას. ვალდებულების
გადასახადის გადახდა იწყება სესხის ეფექტურად გახდომის შემდეგ და ერიცხება
კრედიტის აუთვისებელ ნაწილზე, მიუხედავად იმისა მიმდინარეობს თუ არა სესხის
ათვისება. 2020 წლის 8 თვის მდგომარეობით, 29 საინვესტიციო პროექტის ფარგლებში
გადახდილი ვალდებულების გადასახადი 5.4 მლნ ლარს შეადგენს. მათ შორის, 9 თვის
გეგმასთან მიმართებით 60%-ზე დაბალი შესრულების მქონე 9 პროექტის შემთხვევაში,
გადახდილი გადასახადი 2.1 მლნ ლარს უტოლდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss