| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - პანდემიურ 2020 -ის გამოწვევებში მე-11 თვე კაპიტალის ბაზრებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა. ევროპული და ამერიკული ინდექსები გაიზარდა, ძირითადად ვაქცინებზე გავრცელებულ პოზიტიური სიახლეების გავლენით.
G&T-ის გლობალური ბაზის მიმოხილვით, ნოემბრის მე-2 ნახევარში AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მხრიდან მესამე და ყველაზე ხელმისაწვდომი ვაქცინის შესახებ გახდა ცნობილი. მათმა ვაქცინამ 90%-მდე ეფექტურობა აჩვენა,(დამოკიდებულია დოზირებაზე), რაც შედარებით დაბალია Moderna-სა და Pfizer–ის ვაქცინების 95% ეფექტურობასთან. თუმცა, AstraZeneca-ს უპირატესობა მის ხელმისაწვდომობაში (ვაქცინის ფასი იქნება $ 3-4) და შენახვის სიმარტივეშია, რაც ვაქცინის მასობრივ განაწილებას გაცილებით ამარტივებს. გამოცოცხლებულ ბაზარზე ინვესტიციების ციფრული კომპანიების აქციებში გადადინება შეინიშნება.
ბაზრის დამშვიდებაში აშშ-საპრეზიდენტო არჩევნების საფინალო გადაბარებასაც მიუძღვის წვლილი. დემოკრატებიდან სტიმულაციის პაკეტზეც გამოჟონა ინფორმაციამ.
საინვესტიციო ბანკის ანალიტიკოსები იაპონიის ბაზრის საინტერესო ტრენდზე ამახვილებენ ყურადღებას, გლობალური ფასიანი ქაღალდებიდან, ინვესტიციების ლოკალურში გადატანით. ჩინეთში სახელმწიფო კომპანიების სტიმულაციაზე უარს ამბობენ.
ნოემბერი ძირითადმა ინდექსებმა ორნიშნა პროცენტული ზრდით დაასრულა. S&P 500 (აშშ-ს 500 უმსხვილესი კომპანიის ინდექსი) ნოემბერში 10.8%- ით გაიზარდა. Dow Jones (ამერიკის მსხვილი 30 კომპანია) ინდექსმა 24 ნოემბერს, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და თვე 11.8%-იანი მატებით დაასრულა.
ნოემბერში ასევე გაიზარდა ტექნოლოგიური კომპანიებით დატვირთული NASDAQ-ის ინდექსი (+11.9%). ვაქცინის შესახებ გაკეთებულმა სიახლეებმა დადებითი გავლენა იქონიეს ევროპულ ინდექსებზეც, რომლებმაც თვე 12%-14%-იანი ზრდით დაასრულეს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss