ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თეთნულდზე საბაგიროს გახსნის იმედი აქვთ
30 ნოემბერი, 2020, 19:02
თეთნულდზე საბაგიროს გახსნის იმედი აქვთ
თბილისი (GBC) - ღმერთმა დაგვიფაროს სასტუმროებში covid პაციენტების განთავსებისგან", - მესტიის ტურიზმის ცენტრში, სამთო კურორტების სასტუმროების covid სქემაში ჩართვას, ვერ იჯერებენ.

ზაურ ჩართოლანი აცხადებს, რომ რეგიონში ინფიცირებულები იმ რაოდენობით არ არის, რომ სასტუმროს ნომრის პალატისთვის მოწყობა გახდეს საჭირო.

მესტია, 28 ნოემბრიდან, 2 თვით ამოქმედებულ შეზღუდვებზე, ინფორმირებულია, თუმცა 24 დეკემბრიდან, 1კვირიანი მოხსნის პერიოდში მცირე სასტუმროებისთვის შეღავათის შემოღების იმედი აქვს.

სვანეთის სასტუმრო ბიზნესი სტუმრებს 3-15 იანვარს მაინც ელის, რა პერიოდიც, უქმეებად, პრემიერმა 26 ნოემბერს გამოაცხადა, 28 ნოემბრიდან, 2 თვიანი წყვეტილი კარანტინის ფარგლებში.

იქაურები 25 დეკემბერს ზამთრის სეზონის ტრადიციულ გახსნას არ იზეიმებენ, თუმცა თეთნულდის მწვერვალიდან დაეშვებიან. იმედოვნებენ, რომ მესტიასა და მულახში, ჰაწვალისა და თეთნულდის კურორტებზე 7 საბაგირო გაიხსნება.

ზამთრის კურორტების სასტუმროების წარმომადგენლებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა 30 ნოემბერს შეხვდა. შეხვედრას მისი მოადგილე ირაკლი დანარეიშვილი, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა და ბიზნესომბუდსმენი მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძეც დაესწრნენ. ნათია თურნავამ მათ შეზღუდვების გააცნო და პრობლემები მოისმინა.

" იძულებულები გავხდით, იანვრის ბოლოდმე შეგვეჩერებინა მათი მუშაობა. ცხადია,აქვთ პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაზეც ერთობლივად ვიმუშავებთ", - მინისტრმა იგულისხმა ბანკებთან შუამდგომლობა და „აწარმოე საქართველოში“ კომპონენტის მათზე უკეთ მორგება.

„თუმცა, რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროებს მეტი დახმარება და თანადგომა დასჭირდებათ", - აღნიშნა მინისტრმა
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები