ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თამბაქოს მოხმარება მცირდება
30 ნოემბერი, 2020, 18:00
თამბაქოს მოხმარება მცირდება

თბილისი (GBC) - ზრდასრულ მწეველთა რაოდენობა 31%-დან (2016) 28.2%-მდე (2020), ხოლო 16 წლის მოზარდებში (ESPAD) 18%-დან (2015) 12%-მდე შემცირდა (2019).


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კვლევით, მოსახლეობის 86% ემხრობა თამბაქოს მოხმარების აკრძალვას ტაქსში. თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევის ინდექსის კვლევის შედეგების მიხედვით 57 ქვეყანას შორის 77 ქულით საქართველო ბოლოდან მე-6 ადგილზეა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2017 წლის „თამბაქოს ეკონომიკური ტვირთის შეფასების მიხედვით თამბაქოს პირდაპირი (ჯანდაცვითი) და არაპირდაპირი ტვირთი ქვეყანაში 824.9 მლნ ლარია, რაც წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის 2.4%-ს შეადგენს.

თამბაქოს კონტროლის კანონში ცვლილებების შესაბამისად, 2018 წლის 1 მაისიდან აიკრძალა მოწევა საზოგადოებრივ შენობა-ნაგებობებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ისევე, როგორც აიკრძალა თამბაქოს ნაწარმის რეკლამირება და პოპულარიზაცია, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე განთავსდა დიდი ზომის პიქტოგრამული სამედიცინო გაფრთხილებები, განისაზღვრა თამბაქოს მწარმოებლების და იმპორტიორების ვალდებულებები თამბაქოს ნაწარმის წარმოებასა და იმპორტთან დაკავშირებით, კანონით აიკრძალა თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევა ჯანდაცვითი გადაწყვეტილებების მიღებაში.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები