ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქნახშირი მუშაობას ადაპტირებული განრიგით განაახლებს
30 ნოემბერი, 2020, 17:25
საქნახშირი მუშაობას ადაპტირებული განრიგით განაახლებს

თბილისი (GBC) - 2020 წლის 17 ნოემბერს, ქალაქ ტყიბულში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანია „საქნახშირში“ საწარმოო პროცესები ორი კვირით შეჩერდა. 17 ნოემბერს, ტესტირების შედეგად „საქნახშირში“ 144 ინფიცირებული გამოვლინდა, რომლებიც კოვიდ სასტუმროებში გადანაწილდნენ, დანარჩენი თანამშრომლები კი თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

ცოტა ხნის წინ, კომპანიამ განმეორებითი ტესტირება ჩაატარა, რის შემდეგაც, 1 დეკემბერს „საქნახშირი“ მუშაობას ადაპტირებული განრიგით განაახლებს. 27, 28 და 29 ნოემბერს ტესტირება განმეორებით ჩაუტარდა 774 ადამიანს (ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც პირველი ტესტირებისას კოვიდ დადებითი არ აღმოჩნდა). 716 ადამიანს ვირუსი არ დაუდასტურდა. ისინი დაუბრუნდებიან სამუშაო პროცესებს. 58 კოვიდ დადებითი თანამშრომელი კი ბიულეტენზე გადავიდა და მკურნალობას არსებული რეკომენდაციების დაცვით დაიწყებენ.

შეგახენებთ, რომ თანამშრომელთა ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, საწარმოს გაჩერების მიუხედავად „საქნახშირის“ ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დასაქმებულებმა გაცდენილი 14 დღის (17.11.2020 – 30.11.2020) შესაბამისი შრომის ანაზღაურება სრულად მიიღონ. 1 დეკემბრიდან, თვითნებური გამოუცხადებლობა ჩაითვლება დისციპლინურ გადაცდომად და გამოიწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას კომპანიის შინაგანაწესის შესაბამისად. გაცდენილი დღეების შრომის ანაზღაურება მოხდება მხოლოდ იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც სამსახურში საპატიო მიზეზის გამო ვერ გამოცხადდებიან (ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური დოკუმენტით უნდა იყოს დადასტურებული). 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები