ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მოპედები ჯერ შეძენილი არ არის- ტიკარაძე
30 ნოემბერი, 2020, 12:59
მოპედები ჯერ  შეძენილი არ არის- ტიკარაძე
თბილისი (GBC ) - 1 190 ჟანგბადდამოკიდებული, 377 პაციენტი რეანიმაციაში, 564 თავისუფალი საწოლი, საწოლ ფონდი - 7 103 საწოლით და 8 241 -მდე გაზრდის პერსპექტივით, - ჯანდაცვის მინისტრმა საბჭოს სხდომის შემდეგ 1 000 საწოლის დამატებაზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძეს პანდემიისთვის მსოფლიო ბანკის 80 მლნ-იან დაფინანსების ათვისებაზე და შესრულებულ სამუშაოებზეც ჰკითხეს. უპასუხა, რომ მოპედები ჯერ არ არის შეძენილი. აქტივობების 40-45%-მდე განხორციელებულია და ყოველი ნაბიჯი მსოფლიო ბანკთან თანხმდება, მათ შორის 900 ჟანგბადისკონცენტრატორის შეძენა-განაწილება, რომლითაც 4 დეკემბერს covid სასტუმროების აღიჭურვება და შემდეგ კლინიკებისთვის თერაპიული საწოლებისთვისაც შეიძენენ. მინისტრმა პანდემიის მართვაში სასტუმროების დიდ დატვირთვაზე და ეფექტურობაზე აღნიშნა, სადაც მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტები იკურნებიან.

ბოლო 24 საათში 3 216 -დან თბილისში გამოვლენილია 1 622 ინფიცირებული, აჭარა-313, იმერეთი-517, ქვემო ქართლი-187, შიდა ქართლი-82, გურია-19, სამეგრელო-ზემო სვანეთი-160, კახეთი-161, მცხეთა-მთიანეთი-77, სამცხე-ჯავახეთი-74, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-4.

3 857 მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, საკარანტინე სივრცეებში - 2 104.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები