| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - აშშ–ის კონგრესმენები ახალ სანქციებზე შეთანხმდნენ, რომლებმაც საბოლოოდ უნდა „დაასამარონ“ რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მშენებლობა. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal წერს და აღნიშნავს, რომ მორიგი საჯარიმო სანქციები ორი უკრაინელი ლობისტის გამარჯვება შეიძლება გახდეს.
გაზეთის ცნობით, უკრაინული კომპანია „ნაფტოგაზის“ წარმომადგენელი
ვადიმ გლამაზდინი და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თანამშრომელი ალეკსანდრ
ხარჩენკო ოთხი წლის განმავლობაში ცდილობდნენ თეთრი სახლის დარწმუნებას სანქციების აუცილებლობაში.
უკრაინელების მხრიდან ლობირება და სენატორ თედ კრუზის მხარდაჭერა შედეგიანი აღმოჩნდა
– გასულ წელს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ის მშენებლობა შეჩერდა, რომლის დასასრულებლად სულ
რაღაც 76 კმ სიგრძის მილსადენის გაყვანაა საჭირო.
რუსული გაზსადენის სამშენებლო სამუშაოების 90% უკვე
შესრულებულია. რომ არა აშშ–ის უკვე არსებული სანქციები, სილსადენი ექსპლუატაციაში
2019 წლის ბოლოს შევიდოდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss