ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რა ეღირება ვაქცინა?
27 ნოემბერი, 2020, 12:26
რა ეღირება ვაქცინა?

თბილისი (GBC) - რა ეღირება კოვიდის ვაქცინა?

გერმანია და ევროკავშირის სხვა ქვეყნები მთელი თავისი მოსახლეობის უფასო აცრას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, დიდი ალბათობით, დეკემბრის ბოლოს, ან 2021 წლის პირველ კვირებში დაიწყებენ, მას შემდეგ, რაც დარეგისტრირდება ვაქცინა, დაიწყება ფართომასშტაბიანი წარმოება და მიწოდება.

მოვლენების ასეთი გეგმით განვითარების შემთხვევაში, უკვე გაზაფხულზე ფართოდ ხელმისაწვდომი იქნება ევროპაში ვაქცინა, რომლით აცრასაც ტურისტებიც შეძლებენ.

სამედიცინო ტურისტებისთვის სასიამოვნო სიახლე ისაა, რომ ვაქცინას არ ექნება რაღაც ასტრონომიული ფასი და ხელმისაწვდომი იქნება საშუალო შემოსავლის მქონე ნებისმიერი ადამიანისთვის. ამდენად, აცრის მსურველების ყურადღებას მიიქცევს არა ვაქცინის ფასი, არამედ მისი მწარმოებელი, დამზადების ტექნოლოგია, მონაცემები მის ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე.

რომელი ვაქცინით იქნება შესაძლებელი ევროპაში აცრა

პირველ ეტაპზე, როგორც ჩანს, ევროკავშირის ტერიტორიაზე სამი ვაქცინა დარეგისტრირდება, რომელთა მწარმოებლებთან დიდი პარტიების შესყიდვაზე ევროკავშირმა უკვე გააფორმა შეთანხმება. კომპანიების BioNTech და Pfizer გერმანულ–ამერიკულმა კონსორციუმმა 300 მლნ დოზის მიწოდების ვალდებულება აიღო, ბრიტანულ–შვედურმა კონცერნმა AstraZeneca–მ, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების პარტნიორია, ასევე 300 მლნ დოზის მიწოდება ითავა, ხოლო ომერიკული კორპორაცია Moderna 160 მლნ დოზას მიაწვდის.

გარდა ამისა, წინასწარი შეთანხმებები არსებობს სხვა კომპანიებთანაც: გერმანული CureVac – 405 მლნ დოზა, ფრანგულ–ბრიტანული კონსორციუმი Sanofi/GlaxoSmithKline – 300 მლნ დოზა და ამერიკული კორპორაცია Johnson & Johnson – 200 მლნ დოზა.

ასე რომ, გაზაფხულის მიწურულს ევროპელებს ვაქცინის დიდი არჩევანი ექნებათ – 6 პრეპარატიდან ერთ–ერთის.

ევროკავშირის მოსახლეობა დაახლოებით 450 მლნ–ს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ ვაქცინის შეკვეთილი რაოდენობები ბევრად აჭარბებს აცრის მსურველთა რაოდენობას. მით უმეტეს, რომ სხვადასხვა გამოკითხვების თანახმად, ზრდასრული ევროპელების ორ მესამედს აქვს გადაწყვეტილი აცრის ჩატარება.

კორონავირუსის ვაქცინის ფასი: 5 ევროდან 74 დოლარამდე

მოკლედ, 2021 წლის პირველ ნახევარში ევროპა მთლიანად უზრუნველყოფს მოსახლეობას სხვადასხვა მწარმოებლების ვაქცინებით. ასეთ პირობებში მაღალი კონკურენცია ფასების შემაკავებელიც გახდება. თუმცა, მისი ფასები ისედაც შეესაბამება დასავლეთ ევროპის ფარმაცევტული ბაზრის კრიტერიუმებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მწარმოებლები მზად არიან, ღარიბ ქვეყნებს მნიშვნელოვანი ფასდაკლებით, ან სულაც უფასოდ მიაწოდონ ვაქცინა.

დღეისათვის ყველაზე ძვირია Moderna–ს ვაქცინა და მასში დამკვეთ მთავრობებს, მოცულობების მიხედვით, 25–დან 37 დოლარამდე მოუწევთ გადახდა. შესაბამისად, ორჯერადი აცრა 50–დან 74 დოლარამდე ეღირება. კომპანიები BioNTech და Pfizer ვაქცინის ერთ დოზას 19,5 დოლარად გაყიდიან (ორი დოზა – $39). ევროპაში, დიდი ალბათობით, ერთი დოზა 15,5 ევრო ეღირება, რაც ნიშნავს, რომ ორმაგი აცრა 31 ევრო დაჯდება. ოქსფორდის ვაქცინა, რომელსაც კომპანია AstraZeneca აწარმოებს, 2,5 ევრო ეღირება, ანუ ორმაგი აცრა – სულ რაღაც 5 ევრო.

რა თქმა უნდა, აქ საუბარია საბითუმო ფასებზე განსაკუთრებით მსხვილი დამკვეთებისთვის.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები