ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გამყრელიძე არჩევნების გადავადებაზე
26 ნოემბერი, 2020, 21:41
გამყრელიძე არჩევნების გადავადებაზე

თბილისი (GBC) - 10 სექტემბრამდე კარგად მივდიოდით, 3 000 - 4 000-ს არ ვვარაუდობდით, - დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საგანგაშო სტატისტიკით საქართველოს "დაწინაურებაზე" TV ფორმულაზე განაცხადა. ქვეყნის მთავარმა ექიმმა აღნიშნა, რომ დღეში ინფიცირებულთა 4 000-მდე ზრდის მოლოდინი მხოლოდ ოქტომბერში გაჩნდა.

გაიხსენა გაზაფხული, როცა ნოემბრის საიმედო პროგნოზს აკეთებდა და საშემოდგომო არჩევნებიც საფრთხის შემცველად არ ეჩვენებოდა. მაშინდელი პროგნოზით, ქვეყანაში სწავლა უკვე 1 თვის განახლებული უნდა იყოს და პანდემია მილეული.

ამირან გამყრელიძემ, არჩევნების გადავადების მიზანშეწონილობაზე, საკოოორდინაციო საბჭოსთვის მიცემული რეკომენდაციის გამჟღავნებისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, ნებისმიერი რეკომენდაცია საბჭოსთვისაა და არა გარეთ გამოსატანი. თან ეს უკვე წარსულია და მიაჩბნია, ახლა პოზიციების აცდენის დრო არ არის, რადგან რთული პერიოდია სამართავი.

აღნიშნა რომ ქვეყანაში ინფექციის დამარცხების პირველი ილუზიები ზაფხულში გაჩნდა, როცა ყველა გათამამადა, რაც პანდემიის მასშტაბის ზრდის ერთ-ერთ მიზეზად მიაჩნია, პრემიერისგან და კოლეგა იმნაძისგან განსხვავებით. ისინი covid-ის მთავარ გამავრცელებლად პოლიტიკურ პროცესებს ასახალებენ.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ვირუსის ზაფხულში განელების მოლოდინიც იყო, რადგან covid-ი რესპირაციულ ვურუსთა ჯგუფს განეკუთვნება, რომელიც ზაფხულში ისვენებს, ხოლმე, მაგრამ სიკვდიალიანობით პირველ ადგილზეა და არსებობის 1-წლიან პერიოდის ინფიცირებულთა რაოდენობით, მხოლოსდ ტუბერკულოზს ჩამორჩება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები