| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი ( GBC) - უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება შეზღუდვების გამკაცრების შესახებ
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით,
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ
ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება
მიიღო.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,
28
ნოემბერი
- 31 იანვრის ჩათვლით:
ქვეყნის მასშტაბით იზღუდება:
·
21:00
საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით,
ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე
და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე;
·
მგზავრების
რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო
ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა;
·
რესტორნები
და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. დასაშვებია:
-
პროდუქტის
გატანა ე.წ. takeaway
-
„დელივერი“
-
„დრაივი“
·
ფიტნეს
დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა;
·
ყველა
სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება
- დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.
·
სპორტული,
სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა.
დიდ ქალაქებში - ქ.
თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში,
ქ. ზუგდიდში, ქ.თელავში - და სათხილამურო კურორტები - ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა
და მესტიაში დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები:
·
ქ. თბილისის,
ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის,
ქ. ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;
·
სავაჭრო
ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო
ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ
რეჟიმში;
·
ღია და
დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;
·
სკოლები,
პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო
პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;
·
კერძო
და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.
სათხილამურო კურორტეზე
ასევე:
·
სასტუმროების
მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად;
·
ასევე,
ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.
24 დეკემბერი - 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების
შემსუბუქება:
ქვეყნის მასშტაბით:
·
იმუშავებენ
სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
·
აღდგება
როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.
3 იანვარი - 15 იანვრის პერიოდში
ქვეყნის მასშტაბით:
·
ცხადდება
უქმე/დასვენების დღეები;
·
აღდგება
ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში;
·
არ მუშაობს
საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა
და სერვისებისა.
16 იანვარი - 31 იანვარი
ქვეყნის მასშტაბით:
·
აღდგება
მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია
და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).
·
შაბათ-კვირას
ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება:
·
ყველა
სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის:
1.
სახელმწიფო
და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;
2.
საბანკო
და საფინანსო საქმიანობას;
3.
სურსათის,
ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის
მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;
4.
დელივერსა
და გატანის სერვისებს;
5.
სილამაზის
სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;
6.
ავტოტექმომსახურებისა
და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;
7.
საყოფაცხოვრებო
ტექნიკის სარემონტო სერვისებს;
8.
აგრარული
ბაზრობის მუშაობას
9.
და სხვ.
·
არ იზღუდება
მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის - ტაქსით) გადაადგილება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss