ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
კაპიტალის ბაზრის რეფორმას სსფ აფასებს
26 ნოემბერი, 2020, 13:11
კაპიტალის ბაზრის რეფორმას სსფ აფასებს
თბილისი (GBC) საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამშრომელთა ნაშრომი სასესხო ფასიანი ქაღალდების საკანონმდებლო რეფორმას დადებითად აფასებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ნაშრომი, რომელიც სასესხო ფასიანი ქაღალდების საკანონმდებლო რეფორმას ეხება. დოკუმენტში ზრდადი ბაზრებისა და განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტით გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდების საკანონდებლო რეფორმებია მიმოხილული და ამ მიმართულებით, საქართველოს, როგორც რეფორმების თანმიმდევრული და წარმატებული გამტარებლის მაგალითია განხილული.

დოკუმენტის მიზანი სტრატეგიულად ორიენტირებული იმგვარი მეთოდოლოგიის ჩამოყალიბებაა, რომელიც ადეკვატურად უპასუხებს გავრცელებულ გამოწვევებსა და შემაფერხებელ გარემოებებს. მისი გამოყენება ადგილობრივი ვალუტით გამოშვებული ობლიგაციების ბაზრის განვითარებისათვის საჭირო სამართლებრივი და საგადასახადო საფუძვლების დიზაინის შემუშავების და განხორციელების პროცესში იქნება შესაძლებელი.

"საქართველოში რეფორმები  შემდეგი თანამიმდევრობით წარიმართა: პირველადი ბაზარი,  მეორადი ბაზრის გარიგებების დაფარვა, მოთხოვნის წარმდგენი მხარის რეფორმები (როგორიცაა საინვესტიციო ფონდები, საპენსიო ფონდები, სადაზღვევო სექტორი და სხვა). საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერა აქტიური იყო, როგორც მეორადი ბაზრის გარიგებებთან, ასევე საინვესტიციო ფონდებთან მიმართებაში", - აღნიშნულია დოკუმენტში.

სრული დოკუმენტი  ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები