ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
იტალია ევროპას ვალების პატიებას სთხოვს
26 ნოემბერი, 2020, 12:49
იტალია ევროპას ვალების პატიებას სთხოვს

თბილისი (GBC) - იტალია ევროპის ქვეყნებს პანდემიის დროს დაგროვილი სახელმწიფო ვალის პატიებას სთხოვს, წერს სააგენტო Bloomberg. ასეთი ინიციატივით, რომელიც ევროპის ცენტრალური ბანკის მისამართით გაჟღერდა, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რიკარდო ფრაკარო გამოვიდა.

მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული გლობალური კრიზისის პერიოდში ევროპის ცენტრალური ბანკის ფულად–საკრედიტო პოლიტიკა ეკონომიკის სტიმულირებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რისი გაკეთებაც სახელმწიფო ხარჯების გაზრდის გარეშე შეუძლებელია.

ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების ორი ვარიანტი არსებობს: რეგულატორის მიერ გამოსყიდული სახელმწიფო ობლიგაციების განულება, ან მათი დაფარვის თარიღების მრავალჯერადი გადავადება.

ევრობანკმა გაზაფხულზე რაოდენობრივი შერბილების პროგრამა აამოქმედა 735 მლრდ ევროს მოცულობით, რომლის ფარგლებშიც მეორად ბაზარზე (ძირითადად ბანკებისგან) სახელმწიფო, კორპორაციულ და იპოთეკურ ობლიგაციებს ყიდულობს. ეს კი საბანკო სექტორს დამატებითი ლიკვიდობით უზრუნველყოფს. ივნისში პროგრამა 1,35 ტრლნ ევრომდე გაფართოვდა.

იტალია კრიზისისგან დაზარალებულ ქვეყნებს შორის ერთ–ერთი პირველია. პანდემიის გამოცხადებამდე რომს ბრიუსელმა პრეტენციები წაუყენა, კერძოდ ბიუჯეტის ძალიან დიდ დეფიციტსა და მაღალ სახელმწიფო ვალზე, რაც სცდება ევროკავშირში მიღებული ნორმატივების ზღვარს.

ექსპერტების ვარაუდით, ევროპის მთავარი რეგულატორი, კრისტინ ლაგარდის ხელმძღვანელობით, დიდი ალბათობით, არ დაუჭერს მხარს იტალიის წინადადებას. ბანკში არაერთხელ აღნიშნეს, რომ ვერ წავლენ ამ მიმართულებით, ვინაიდან ასეთი ნაბიჯები არღვევს ევროპის ცენტრალური ბანკის შესახებ კანონს. ბანკს ეკრძალება წევრი ქვეყნების ბიუჯეტების პირდაპირი ემისიით დაფინანსება. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები