ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
გარმანია ჩიპის გამომგონებელს აჯილდოებს
26 ნოემბერი, 2020, 11:34
გარმანია ჩიპის გამომგონებელს აჯილდოებს

თბილისი (GBC) - მიკროჩიპების შემქმნელებმა გერმანული მომავლის პრემია მიიღეს. გერმანიის ერთ–ერთი მთავარი სამეცნიერო პრემია – გერმანული მომავლის პრემია – მკვლევარების ჯგუფმა მიიღო, რომელმაც მიკროჩიპების შექმნის ინოვაციური ტექნოლოგია შეიმუშავეს.


აღნიშნული პრემია, 25 ნოემბრის საღამოს, გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერმა პირადად გადასცა პიტერ კიურცს, მიხაელ კიოსტერსს და სერგეი იულინს, რომლებიც სხვადასხვა ტექნოლოგიურ კომპანიებს წარმოადგენენ.


გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა პეტერ ალტმაიერმა მკვლევართა ჯგუფის მუშაობის კომენტირებისას აღნიშნა, რომ მათ მიკროჩიპების წარმოება მაქსიმალურ ზღვრამდე გაზარდეს, „რომლებიც აუცილებელია ისეთი მიმართულებებისთვის, როგორიცაა ავტომობილების ავტონომიური მართვა და ხელოვნური ინტელექტის განვითარება“.


მკვლევარებმა ამ მიღწევისთვის ღრმა ულტრაიისფერში ფოტოლიტოგრაფიის მეთოდს მიმართეს, რაც ერთ–ერთი პერსპექტიული მიმართულებაა ნანოელექტრონიკაში.

პრემიის ნაწილს, რომლის მოცულობაც 250 000 ევროს შეადგენს, მეცნიერები საქველმოქმედო ფონდში გადარიცხავენ. გერმანიის მომავლის პრემია პრეზიდენტის პატრონაჟით 1997 წლიდან გაიცემა.



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები