| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ამერიკულმა კერძო კოსმოსურმა კომპანიამ SpaceX–მა ოთხშაბათს, 25 ნოემბერს, დაბალ ორბიტაზე წარმატებით გაიყვანა 60 ერთეული მინითანამგზავრი Starlink. ეს პროცესი გლობალური ინტერნეტ–დაფარვის პროექტის გაგრძელებაა, რომლის ავტორი და ინიციატორი კომპანიის დამფუძნებელი ილონ მასკია.
კომპანიის ინფორმაციით, თანამგზავრები ორბიტაზე მძიმე
რაკეტმზიდმა Falcon
გაიყვანა.
რაკეტმზიდმა სტარტი ფლორიდაში მდებარე NASA-ს კოსმოდრომიდან აიღო. თანამზავრები მითითებულ ორბიტაზე სტარტიდან
14:46 წუთში გავიდნენ. პროექტის Starlink ფარგლებში, 2019 წლიდან ეს უკვე ინტერნეტ–თანამგზავრების
ჯგუფის მე–16 გაშვებაა ორბიტაზე.
წინა გაყვანა 24 ოქტომბერს შედგა, როდესაც ორბიტაზე
60 ერთეული ინტერნეტ–თანამგზავრი გაეშვა. დღევანდელი გაშვების ჩათვლით, SpaceX–ის ორბიტალურ დაჯგუფებაში
უკვე 953 თანამგზავრი შედის. დღეისათვის კომპანია მსოფლიოში უდიდესი თანამგზავრული
ოპერატორია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss