ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ვალუტა და ფასიანი ქაღალდები << უკან
ნავთობის ფასი შეუქცევადად იზრდება
25 ნოემბერი, 2020, 11:02
ნავთობის ფასი შეუქცევადად იზრდება

თბილისი (GBC) - ოთხშაბათს ეტალონური მარკების ნავთობის ფასი კვლავ იზრდება. გუშინდელ, 24 ნოემბრის ვაჭრობაზე „შავი ოქროს“ ფასი მარტის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდა.

ინვესტორებში ოპტიმიზმს კორონავირუსის ვაქცინის წარმატებულ გამოცდა იწვევს. „თვეების განმავლობაში პესიმიზმისა და სირთულეებისგან დაღლილი ბაზარი გვირაბის ბოლოს სინათლეს ხედავს, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის დანერგვის პროცესი კიდევ ორი–სამი კვარტლის განმავლობაში შეიძლება გაიწელოს“, – უთხრა სააგენტო S&P Global Platts-ს Vanda Insights-ის ხელმძღვანელმა ვანდანა ჰარიმ.

ანალიტიკოსები იმასაც აღნიშნავენ, რომ აშშ–ში ხელისუფლების ჯო ბაიდენისთვის გადასაცემად პროცედურების დაწყების შესახებ ცნობები და ფედრეზერვის ყოფილი შეფის ჯანეტ იელენის ფინანსთა მინისტრად შესაძლო დანიშვნის მოლოდინი პოლიტიკურ გაურკვევლობას ამცირებს, რაც ბაზრებისთვის კიდევ ერთი მხარდაჭერაა.

Brent-ის მარკის ნავთობის იანვრის ფიუჩერსების ფასი ლონდონის ბირჟაზე, თბილისის დროით 10:12 საათისთვის, 0,67%–ით არის გაზრდილი და ბარელი $48,1 ღირს. გუშინდელ ვაჭრობაზე ამ მარკის ნავთობის ფასი 3,9%–ით გაიზარდა.

ამერიკული WTI–ს იანვრის ფიუჩერსები ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე, ამ დროისთვის 0,56%–ითაა გაზრდილი და ბარელზე $45,16 ფიქსირდება. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები