| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილის (GBC) - ბიზნესის 90% დახურვას გადაწყვეტს, - ICR ჯგუფის დამფუძნებელმა წერტილოვანი შეზღუდვების მოსალოდნელ შედეგზე ბიზნეს ფორმულას განუცხადა. კახა ხაზარაძის თქმით, წერტილოვანს 3 კვირიანი ლოქდაუნი ჯობს, რადგან დახურვის ტოლფასია.
კახა ხაზარაძემ ბიზნესსა და მთავრობას შორის კომუნიკაციის დეფიციტზე და უპერსპექტივობაზე განაცხადა. პოსტ ლოქდაუნის, ზაფხულის 25%-იანი კლება, შეზღუდვების, ასევე ლარის დევალვაციის გამო, 40%-მდე გაიზარდა, რაც ბიზნესაქტივობის შენარჩუნებას ეჭვქვეშ აყენებს. "ვერ ვიგეგმებით", - მისი თქმით 2021 წლის დაგეგმვაც შეუძლებელი ხდება. ამასთან ჯანმრთელობის დაცვის პრიორიტეტზეც აღნიშნა. აინტერესებს წერტილოვანი შეზღუდვების ეფექტი ეპიდვითარებაზე. თუ არსებობს გათვლები ან დასკვნები.
ხაზარაძის შეფასებით კომუნიკაცია კი დაგვიანებულია, მაგრამ რამდნიმე გამოსავალი მაინც დაასახელა, დღგ-ს საბაჟოდან რეალიზაციაზე გადატანა, ქონების გადასახადის გადავადება/გაუქმება. ბანკებთან მოლაპარაკებას კი მსხვილი ბიზნესი მთავრობის შუამავლობის გარეშეც ახერხებს.
პრავალპროფილური რითეილ ჯგუფი, დღეების და ვიქენდების მონაცვლეობით შეზღუდვებზე მოსაზრებას 17:00 სთ-ზე მთავრობასთან ჩანიშნულ შეხვედრაზე მოისმენს. ასევე წერტილოვანი რეგულაციის ეფექტზეც შეიტყობს. ამ დროისთვის შეზღუდვების ვერსიებზე მთავრობის საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს.
რითეილერს აქსესურების ბრენდის 10 მაღაზიის ბაზრიდან გაყვანა უკვე მოუწია და სხვა ქსელებსაც მიაყოლებს, რადგან ჯანდაცვითი, ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევების მართვის არც ხედვა არსებობს და არც გეგმა.
ICR ქსელი
ფეხსაცმელი
ბატა ბამბინო ეკკო ჯეოქსი კორსო იტალია სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა ავ-ლაბი
ტანსაცმელი
ოკაიდი-ობაიბი ჟაკადი
აქსესუარები
პარფოისი კორსო აქსესორი
კვება
აი სი არ ქეითერინგი ფუდ ლაბი ტაბლა სალონი ტაბლა დუქანი ღვინერეა კაფე ლაბორატორია რესტორანი პომოდორისიმო
ავეჯი & დეკორი
ლაბორატორია ჩემი სახლი ავეჯი სახლი დეკორი იტალიური შოურუმი ლაბორატორია კარე
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss