ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საბანკო სექტორს გამორეზერვება სურს
25 ნოემბერი, 2020, 14:02
საბანკო სექტორს გამორეზერვება სურს

თბილისი (GBC) - ბანკები იმედოვნებენ, რომ პანდემიის პირველ ტალღაში სებ-ის რეგულაციით შექმნილი დამატებითი "ბუფერის" გამორეზერვება გახდება შესაძლებელი. ბანკების ლობისტს ალექსანდრე ძნელაძეს დიდი იმედი აქვს, რომ Q1/2021 -ში ნამეტი რეზერვი გამოთავისუფლდება. მისი განმარტებით, რეზერვი არის ხარჯიანი რესურსი და არ უნდა აგვერიოს ბუფერში, რომელსაც სხვა დატვირთვა აქვს.

სწორედ ბუფერი - დამატებითი რეზერვი იყო გაზაფხულზე ყველა ბანკი ზარალზე რომ გაიყვანა და 15 -დან 11 ბანკი 1 ნოემბრისთვის ჯერ კიდევ ზარალზე რჩება.

სებ-ის ოთხშაბათის ფსკ-ის დოკუმენტით მოვლენების საბაზო სცენარით განვითარების დაშვებით, რაც 2020-ში ეკონომიკური აქტივობის 5%-ით შემცირებას და ტურისტული ნაკადის 2021 წლის მე-2 ნახევრიდან აღდგენას ითვალისწინებს, ზედამხედველი გამოთავისუფლებული კაპიტალის ბუფერების ეტაპობრივად შევსების თარიღებს 2021 წელს გამოაცხადებს. , რის შემდეგაც საბანკო სექტორს საკმარისი დრო მიეცემა ბუფერების თავიდან დასაგროვებლად (სებ-მა რეგულაცია, გაზაფხულზე, პანდემიის გამო შეამსუბუქა).

ფსკ-ს შეფასებით, დაკრედიტება 11.5% ზრდას ინარჩუნებს (კურსის ეფექტის გამორიცხვით). პორტფელი/მშპ-სთან გრძელვადიან ტრენდს აჭარბებს, რაც წინა პერიოდის მაღალი საკრედიტო ზრდისა და გაცვლითი კურსის ეფექტს ასახავს. გაზრდილი გეპი ვალის ტვირთის და მოწყვლადობის ზრდაზე მიუთითებს, განსაკუთრებით ბიზნესსექტორში.

სებ-ი წელს საკრედიტო პორტფელის ზრდის 10% ნიშნულზე შენარჩუნებას ვარაუდობს. ეროვნული ბანკი კონტრციკლური ბუფერის მოთხოვნას კვლავ არ შემოიღებს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები