ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
მასკი ბეზოსზე ღარიბია, მაგრამ უკვე გეითსზე მდიდარი
24 ნოემბერი, 2020, 12:18
მასკი ბეზოსზე ღარიბია, მაგრამ უკვე გეითსზე მდიდარი

თბილისი (GBC) - კომპანიების SpaceX და Tesla დამფუძნებელი ილონ მასკი პლანეტის უმდიდრეს ადამიანებს შორის მეორე პოზიციას იკავებს, რათქვამია სააგენტო Bloomberg-ის კვლევაში.


მასკის ქონებამ, რომელმაც  Microsoft–ის დამფუძნებელს ბილ გეითსს გაუსწრო, $127,9 მლრდ შეადგინა. აქედან $100,3 მლრდ ილონ მასკმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოიმუშავა, რაც წლიური ზრდის რეკორდული მაჩვენებელია. ბილ გეითსის კაპიტალის მოცულობა $127,7 მლრდ–ს შეადგენს.


უმდიდრესთა რეიტინგში ლიდერობას Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი მყარად ინარჩურებს, თავისი $182 მლრდ–ით. პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების ხუთეულში არიან Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი და  Louis Vuitton Moët Hennessy–ს პრეზიდენტი ბერნარ არნო.

ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla–ს აქციების ფასი გუშინდელ ვაჭრობაზე მკვეთრად – 7%–ით გაძვირდა და ერთი აქციის ფასმა $524,96–ს მიაღწია. კომპანიის აქციების ზრდას ხელს უწყობს ინფორმაცია, რომ Tesla 2020 წლის 21 დეკემბრიდან საბირჟო ინდექსში S&P 500 შევა. გასული გვირის განმავლობაში კომპანიის აქციების ფასი 16%–ით გაიზარდა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები