ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
TBC-ი რისკის ოფიცრებს მოამზადებს
24 ნოემბერი, 2020, 14:19
TBC-ი რისკის ოფიცრებს მოამზადებს
თბილისი (GBC) - თიბისიმ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, რისკების მართვის მიმართულებით აკადემია დააფუძნა. საგანმანათლებლო პროექტის მიზანი ახალგაზრდებისთვის საბანკო რისკების მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება, გამორჩეული კადრების აღმოჩენა და განათლების ხელშეწყობაა.

თიბისი აკადემიაში რისკების მართვის მიმართულებით სწავლა თიბისის მიერ სრულადაა დაფინანსებული. პროგრამას სპეციალურად მოწვეული, სფეროს პროფესიონალი მენტორები გაუძღვებიან და სტუდენტებს ანალიტიკური და ტექნიკური უნარების და ცოდნის შეძენაში დაეხმარებიან.

აკადემიაში პირველი ნაკადისთვის სწავლა 2021 წლის 18 იანვარს, დისტანციურ რეჟიმში დაიწყება და სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროგრამაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო, დაინტერესებულმა პირებმა ონლან აპლიკაცია 30 ნოემბრის ჩათვლით უნდა შეავსონ. საუკეთესო აპლიკანტების შერჩევა კი ტესტირების და გასაუბრების ეტაპების გავლის შემდეგ მოხდება.

პროგრამა ინტენსიურ პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას მოიცავს და მისი წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტები სპეციალურ სერტიფიკატს მიიღებენ.

თიბისი აკამდემიის რისკების მართვის მიმართულების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, ასევე ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: https://www.tbcitacademy.ge/risk-academy
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები