ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
კომპანიების 19% დაიხურა - კვლევის შედეგები
23 ნოემბერი, 2020, 11:36
კომპანიების 19% დაიხურა - კვლევის შედეგები
თბილისი (GBC)- საქართველოში გამოკითხული კომპანიების 19%-მა საქმიანობა შეაჩერა, - ა EBRD-ის და ინვესტორთა საბჭოს მიერ სექტემბერ-ოქტომბერში ჩატარებული კვლევის შედეგებით, პანდემიასთან ადაპტაცია ყველაზე მეტად მიკრო ბიზნესს გაუჭიდა და 20%-მა საქმიანობა შეაჩერა, მცირე ბიზნესის შემთხვევაში საქმიანობა გამოკითხულთა 12%-მა შეაჩერა, მსხვილი ბიზნესის კი 11%-მა.

წინა კვლევასთან შედარებით, ნაკლებმა რესპონდენტმა შეაჩერა ბიზნეს საქმიანობა (სულ,19%). ამჟამად, წარმოების შეზღუდვა ყველაზე ხშირად გამოყენებული (30%) საპასუხო ზომაა

ყველა გამოკითხული კომპანიისათვის. გამოკითხულთა 1/5-ზე მცირედით მეტი განაგრძობს თანამშრომელთა რაოდენობის შემცირებას, ხოლო დაახლოებით 15%-მა თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვა.

სექტორულ ჭრილში, სტუმრების განთავსებისა და კვების მომსახურების ბიზნესის 38%-მა შეწყვიტა საქმიანობა, რასაც მოსდევს მშენებლობა 18%-ით და საბითუმო და საცალო ვაჭრობა 16%-ით.

რაც შეეხება მოლოდინებს - კვლევაში მონაწილე საწარმოების ერთ მეხუთედზე მეტი მომდევნო 3 თვის განმავლობაში შემოსავლის 50%-ზე მეტით ვარდნას ელოდება, ხოლო კომპანიების 19%-ს უჭირს მოსალოდნელი შემცირების ზუსტი განსაზღვრა. შემოსავლების შემცირებასთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება ყველაზე მეტად უჭირს გადამამუშავებელი მრეწველობის სექტორის წარმომადგენლებს (41%). უახლოეს 3 თვეში კომპანიების მხოლოდ 14% არ პროგნოზირებს შემოსავლის შემცირებას.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები