ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ვალუტა და ფასიანი ქაღალდები << უკან
ლიბიამ ნავთობმოპოვება 1,25 მლნ ბარელამდე გაზარდა. ბაზარი მინუსშია
20 ნოემბერი, 2020, 11:02
ლიბიამ ნავთობმოპოვება 1,25 მლნ ბარელამდე გაზარდა. ბაზარი მინუსშია

თბილისი (GBC) - კვირის ბოლო სავაჭრო სესიაზე ნავთობის ფასები მცირედ მინუსშია. Brent-ის მარკის ნავთობი, თბილისის დროით 10:35 საათისთვის, 0,16%–ით არის შემცირებული და ბარელი $44,13 ღირს. ამერიკული WTI-ს ფასი 0,29%–ით შემცირდა – $41,77–მდე ბარელზე.

ამასობაში ლიბია და დანაპირებს ასრულებს და ნავთობმოპოვება უკვე დღე–ღამეში 1,25 მლნ ბარელამდე გაზარდა. ამის შესახებ განცხადება ლიბიის ეროვნული ნავთობკორპორაციის (NOC) ხელმძღვანელმა მუსტაფა სანალამ გააკეთა.

სანალა უკვე შეხვდა Total–ის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის სტრუქტურის ხელმძღვანელს სტივენ მიშელს. შეხვედრაზე ფრანგული კომპანიის წარმომადგენელმა ლიბიაში Total-ის საინვესტიციო ბაზისა და ლიბიაში ნავთობმოპოვების გაზრდის სურვილი გამოთქვა, აღნიშნულია NOC–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქვეყანაში არსებული საომარი მდგომარეობის გამო ლიბია გათავისუფლებულია OPEC+ ფორმატში მიღწეული შეთანხმებისგან, რომელიც ნავთობმოპოვების შემცირებას ითვალისწინებს. ნოემბრის დასაწყისში NOC–ის ხელმძღვანელი აცხადებდა, რომ ლიბია შეთანხმებას მხოლოდ მას შემდეგ შეუერთდება, რაც დღე–ღამური მოპოვების სტაბილურ ნიშნულს შეინარჩუნებს 1,7 მლნ ბარელის დონეზე. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები