ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ჯაფარიძეები მე3 რაუნდისთვის მზად არიან
20 ნოემბერი, 2020, 15:21
ჯაფარიძეები  მე3 რაუნდისთვის მზად არიან

თბილისი (GBC) -  გირჩის ლიდერის ზურა ჯაფარიძის დასკვნით, ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრაზე პარტიების მიწვევის მიზანი სავარაუდოდ არის ევროპელი და ამერიკელი დიპლომატების მცდელობა, ოპოზიცია-პოზიციის მომზადების, მე-3 რაუნდისთვის, რომ უშედეგოდ აღარ დასრულდეს.

ჯაფარიძემ   თავი შეიკავა კომენტარისგან, გავრცელებულ სხვადასხვა ვერსიაზე, რომ თითქოს შესაბამისი ცვლილებებით მე-9 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება უნდა გაგრძელდეს ან ოპოზიცია, არაღიარებული საარჩევნო შედეგების მიუხედავად  საკანონმდებლო ორგანოში შევიდეს, ცესკოს რეფორმირებისთვის. არც იმაზე, მოიაზრება თუ არა  განმეორებითი არჩევნები. 

მისი თქმით, მომავალი ნაბიჯები განისაზღვრება მხოლოდ უმრავლესობასთან  ფასილიტატორი ელჩების შეხვედრის შემდეგ, რაც  მისი ვარაუდით ელჩებსაც გადაწყვეტილი აქვთ. აღნიშნა, რომ გონივრული კომპრომისისთვის ოპოზიციამ კეთილი ნება უკვე გამოხატა ახლა ჯერი პოზიციაზეა. 

ლელოს  ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ კი უმრავლესობასთან ოპოზიციის ერთად მუშაობაზე განაცხადა, კრიზისიდან გამოსასვლელად. თქვა, რომ შეთანხმება ერთ-ერთი მხარის დამარცხებად არ უნდა აღიქმებოდეს თუ მიზანი ყველას გამარჯვებაა. არც მას დაუკონკრეტებია, პარლამენტში აპირებენ უმრავლესობასთან თანამშრომლობას, თუ ქუჩიდან.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები