| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - "საქართველო - პატარა ქვეყანა, დიდი შოკი - ფინანსური სისტემის ფუნქციონირება უპრეცედენტო შოკის პირობებში" - ამ სახელწოდებით სსფ-ის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ორგანიზებით, დისკუსიის ფორუმი გაიმართა, მომხსენებლებად სებ-ის წარმომადგენლები იყვნენ მიწვეული.
ბანკის ხელმძღვანელობამ ფორუმზე ვრცლად ისაუბრეს COVID-19-ის პანდემიამდე სებ-ის განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე, პანდემიის/არსებულ გამოწვევებსა და საპასუხო ღონისძიებებზე.
"გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს ფინანსური სექტორი პანდემიით გამოწვეულ შოკს კარგად მომზადებული შეხვდა. ახალი კორონავირუსის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საზედამხედველო გეგმა შეიმუშავა, რომლის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები მოიცავდა კაპიტალის არსებული ბუფერების გამოყენებას, ლიკვიდობის მიწოდების ინსტრუმენტების გაფართოებას, აქტივების შეფასებას და პოტენციური დანაკარგების დროულად აღიარებასა და სხვა საოპერაციო ზომებს. ეროვნული ბანკის სწორმა საზედამხედველო პოლიტიკამ საშუალება მისცა საფინანსო სექტორს შეუფერხებლად გაეგრძელებინა საქმიანობა და გაეგრძელებინა რეალური ეკონომიკის დაკრედიტება. აღსანიშნავია, რომ საფინანსო სისტემას კვლავ გააჩნია კაპიტალისა და ლიკვიდობის საკმარისი ბუფერები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკის დაკრედიტების ხელშეწყობისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად იქნება გამოყენებული", - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss