ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მინისტრმა და სებ-ის პრეზიდენტმა სსფ-ს -სთან დაფინანსების დეტალები განიხილეს
19 ნოემბერი, 2020, 17:22
მინისტრმა და სებ-ის პრეზიდენტმა სსფ-ს -სთან დაფინანსების დეტალები განიხილეს
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ვირტუალურ ფორმატში შეხვდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ აღმასრულებელ დირექტორს, პოლ ჰილბერსს.

მხარეებმა კიდევ ერთხელ განიხილეს „დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის“ მეშვიდე მიმოხილვის ფარგლებში ფონდის შემფასებელ მისიასთან შეთანხმებული საკითხები.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მიმდინარე პერიოდში, ასევე, 2021 წელს ქვეყნის მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის საკითხებზე.

ფინანსთა მინისტრმა სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის და წარმატება უსურვა ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე მუშაობის პერიოდში.

ხაზი გაესვა იმ ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაუწია საქართველოს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

პოლ ჰილბერსის თქმით, მისიის დონეზე მიღწეულ შეთანხმებას სსფ-ს ხელმძღვანელობა და აღმასრულებელი საბჭო დეკემბერში განიხილავს და დამტკიცების შემდეგ საქართველოსთვის დამატებით ხელმისაწვდომი გახდება დაახლოებით, 112.1 მილიონი აშშ დოლარი.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები