| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა ევროკავშირის ლიდერებს ხუთშაბათს მოუწოდა, დაძლიონ ბიუჯეტის მიმართ აზრთასხვადასხვაობა და საკუთარი დაპირებაც შეახსენა, რომ ულტრა–რბილ ფულად–საკრედიტო პოლიტიკას შეინარჩუნებს კორონავირუსის პანდემიით დახარალებული ევროზონის დასახმარებლად.
„Next Generation EU–ის გეგმის მოქმედება დაუყოვნებლივ
უნდა დაიწყოს“, – განაცხადა ლაგარდმა ევროპარლამენტის ეკონომიკისა და სავალუტო საკითხების
კომიტეტში.
„არის მოლოდინი, რომ ევროზონის ეკონომიკა სერიოზულად
დაზარალდება ინფიცირების მაღალი ტემპისა და ახალი შეზღუდვების გამო“, – თქვა ლაგარდმა.
უნგრეთმა და
პოლონეთმა ევროკავშირის 2021–2027 წლების ბიუჯეტი და 1,8 ტრილიონევროიანი აღდგენის
ფონდი ორშაბათს დაბლოკეს.
ლაგარდმა თავისი დაპირებაც დაადასტურა, რომლის თანახმად
ევროპის ცენტრალური ბანკის 10 დეკემბერს ჩანიშნულ სხდომაზე ფულად–საკრედიტო პოლიტიკას
შეარბილებს. მისივე თქმით, კორექტირების ძირითადი ინსტრუმენტები იქნება ბონდების ექსტრემალური
შესყიდვა და იაფი კრედიტები ბანკებისთვის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss