ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მინისტრი გლობალურ ინდექსში საქართველოს დაწინაურებაზე
19 ნოემბერი, 2020, 13:34
მინისტრი გლობალურ ინდექსში საქართველოს დაწინაურებაზე
თბილისი (GBC) - საქართველომ გლობალური კეთილდღეობის ინდექსში სარეიტინგო ქულა გაიუმჯობესა და ამით ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
საქართველომ შეფასების 100%-ანი სკალიდან 61.8%-ი მიიღო და სარეიტინგო პოზიცია 53 - ე ადგილზე შეინარჩუნა. ჩვენ კოვიდ-ვითარების მიუხედავად, ინდექსში კარგი პოზიცია გვაქვს. 2012 წლამდე საქართველო ყოველთვის 60-ეულს მიღმა იყო,“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

„რეიტინგს ეწოდება გლობალური კეთილდღეობის ინდექსი. ის ასახავს ჩვენს სწორ გზას, ძალისხმევას და სწრაფვას სიღარიბიდან კეთილდღეობამდე. საქართველო მიჩნეულია ერთ-ერთ სანიმუშო მაგალითად, თუ როგორ შეიძლება წარსულში ღარიბმა ქვეყანამ თანამიმდევრული რეფორმების გატარების, ღია ეკონომიკის ჩამოყალიბების, ლიბერალური სავაჭრო რეჟიმების დამკვიდრების გზით ეტაპობრივად დაძლიოს სიღარიბე და მიაღწიოს კეთილდღეობას. ვფიქრობ, ეს რეიტინგი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა, რომელიც ზრდის ნდობას, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტორების მხრიდან საქართველოს მიმართ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები