ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
ვაშინგტონმა ანტიირანული სანქციების სია გაზარდა
19 ნოემბერი, 2020, 11:20
ვაშინგტონმა ანტიირანული სანქციების სია გაზარდა

თბილისი (GBC) - აშშ–ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველომ ირანის სამთავრობო ფონდს „მოსტაზაფან“ შეზღუდვები დაუწესა.


ეს ფონდი უზარმაზარი კონგლომერატია, რომელიც ირანის ეკონომიკის საკვანძო სექტორების 160 ჰოლდინგს აერთიანებს. მათ შორის საფინანსო, ენერგეტიკულ, სამშენებლო და სამთო–მომპოვებელ სექტორებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის ფინანსთა სამინისტროს პრეს–სამსახური ავრცელებს.


ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ ფონდს ირანის ხელმძღვანელი ალი ჰამენეი „პოლიტიკურ მოკავშირეთა წახალისებასა და რეჟიმის მტრების დევნისთვის“ იყენებს.


სანქციები 9 ფიზიკურ პირს, 49 კომპანიას და ერთ ხომალდს შეეხო. სანქცირებულთა სიაში მოექცა ირანის დაზვერვის მინისტრი მაჰმუდ ალავი. აშშ–ის შეფასებით, ალავის უწყებამ ცენტრალური როლი შეასრულა ადამიანის უფლებების დარღვევაში 2019 წლის ნოემბერში ირანში აგორებული საპროტესტო ტალღის დროს.

ამ ფონზე ირანში აცხადებენ, რომ დაიცავენ ბირთვუში შეთანხმების პირობებს იმ შემთხვევაში, თუ აშშ–ის ახალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდება, რის შემდეგაც ის ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გააუქმებს. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები