| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ორდღიანი გაძვირების შემდეგ ნავთობის ფასი დაბლა ეშვება კორონავირუსის მზარდი გავრცელებისა და აშშ–ში დამატებითი საკარანტინო ზომების შემოღების გამო, რაც საწვავზე მოთხოვნის შემცირების მოლოდინებს ქმნის.
„ახალი შეზღუდვები მობილობისა და დასაქმების შემცირებას
გამოიწვევს, რაც ტრეიდერების შეშფოთებას იწვევს“, – აღნიშნავს Axi-ს ანალიტიკოსი სტივენ ინესი.
ლონდონის ბირჟაზე Brent-ის
მარკის ნავთობის იანვრის ფიუჩერსების ფასი თბილისის დროით 11:00 საათისთვის 0,25%–ით
არის შემცირებული და ბარელზე $44,23–ს შეადგენს.
ამერიკული WTI ნიუ–იორკის სასაქონლო
ბირჟაზე, დეკემბერში მიწოდების პირობით, ამ დროისთვის 0,62%–ით არის შემცირებული –
$41,77–მდე ბარელზე.
წინა ორ სესიაზე ნავთობის ფასი დაახლოებით 4%–ით გაიზარდა,
რაც კორონავირუსის ვაქცინის წარმატებულ ცდებზე გავრცელებულ ცნობებს უკავშირდება. თუმცა,
ხუთშაბათის ვაჭრობა წითელ ზონაში მიმდინარეობს, რაც ნიუ–იორკში ახალ შეზღუდვებს უკავშირდება.
ეს მეგაპოლისი კორონავირუსის პირველი ტალღის ეპიცენტრი გახდა. ნიუ–იორკის მერმა ბილ
დე ბლაზიომ სკოლები დახურა და მოსწავლეთა სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადაყვანის
განკარგულება გასცა.
ნავთობმომპოვებელი ქვევყნების ყველაზე ფართო გაერთიანების
OPEC+ ფორმატის მინისტრთა სამონიტორინგო კომიტეტის სხდომა, რომელიც ამ კვირაში
იყო დაგეგმილი, ორი კვირით გადაიდო. კომიტეტის შეკრების მიზანი იყო რეკომენდაციის შემუშავება
ნავთობმოპოვების დღე–ღამეში 2 მლნ ბარელით გაზრდის შესახებ.
ამასობაში, სააგენტო Bloomberg-ის მონაცემებით, კარტელში უთანხმოება იზრდება. მაგალითად, არაბთა გაერთიანებული
საემიროები კვოტებით უკმაყოფილო არიან, რის გამოც OPEC+ ფორმატიდან
გასვლის შესაძლებლობასაც განიხილავენ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss