| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ჟურნალ „The Economist”-ის მიერ 18 ნოემბერს გამოქვეყნებული რეიტინგის თანახმად, მსოფლიოს უძვირეს ქალაქებს შორის ციურიხი ლიდერობს, მეორე ადგილზეა პარიზი, ხოლო სამეულს ჰონკონგი კრავს.
რეიტინგის შესადგენად ჟურნალმა მსოფლიოს 130 უმსხვილეს
ქალაქში 138 დასახელების პროდუქტისა და მომსახურების ფასები შეისწავლა. კვლევის თანახმად,
ამერიკის, აფრიკისა და აღმოსავლეთ ევროპის მსხვილ ქალაქებში ფასები, გასულ წელთან შედარებით,
შემცირებულია. პირიქით, გაძვირებულია დასავლეთ ევროპის ქალაქები.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაძვირდა დასვენებისთვის
საჭირო ნივთები და თამბაქოს ნაწარმი. ტანსაცმლის ფასები კი მკვეთრად დავარდა.
„The Economist” წერს, რომ საანალიზო
პერიოდში ცხოვრების სიძვირეზე მნიშვნელოვანი გავლენა კორონავირუსის პანდემიამ მოახდინა
– პანდემიამ პროდუქტების მიწოდება შეაფერხა, რამაც, თავის მხრივ, პროდუქციის დეფიციტი
და ფასების ზრდა განაპირობა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss