ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
E-Space-ის ქსელს აფართოებს
18 ნოემბერი, 2020, 15:12
E-Space-ის ქსელს აფართოებს
თბილისი (GBC) - ელექტრო ავტომობილების ახალი დამტენების მონტაჟს ხელს covid-19 უშლის.

როგორც კომპანია „ ი-სპეისის“ გაყიდვების მენეჯერი გიორგი დავითაია აცხადებს, პანდემიის გამო გარკვეული პრობლემები შეიქმნა, რამაც ელექტრომობილებისათვის ახალი დამტენების მონტაჟი შეაფერხა.თუმცა,როგორც კომპანიაში აცხადებენ, დასრულების სტადიაშია დამტენების მართვის მოდულის განახლება და მალე მზად იქნება რეგიონში პირველი ბიზნეს მოდული,რომლის პრეზენტაციაც ახლო მომავალში გაიმართება. იგეგმება ასევე, როგორც საშუალო ასევე სწრაფი დამტენების მონტაჟი.

ამ ეტაპზე კომპანიას საქართველოს მასშტაბით 180 დამტენი აქვს დამონტაებული. აქედან საჯარო მოხმარებისთვის 80 ერთეული, ხოლო კერძო კომპანიებისთვის 70 ერთეული.

დავითაიას თქმით, საჯარო დამტენების მომსახურება უფასოა,ხოლო სწრაფი დამტენის მომსახურება პირველი ოცი წუთი 50 თეთრი ჯდება. იმისათვის, რომ „ნისანის“ მარკის ელოქტრომობილი 100 %-ით დაიმუხტოს მომხმარებელს 28 წუთი და 13 ლარი დასჭირდება.
სწაფი დამტენები, შვიდი ერთეული თბილისი- ბათუმის მაგისტრალზეა დამონტაჟებული. ერთი დამტენი 7 ათას ლარამდე ღირს,ხოლო მისი ინსტალაცია და მომსახურება საერთო ჯამში 8 000 ლარამდე ჯდება.

1 ნოემბრისთის საქართველოში 2 422 რეგისტრირებული ელექტრომობილია, რაც რეგიონში ერთ სულ მოსახლეზე საუკეთესო შედეგია. დავითაიას თქმით, ჰიბრიდების ჩათვლით „ ი-სპეისის“ დამტენები 5 ათასამდე ავტომობილს ემსახურება.

ქვეყანაში ელექტრო ავტომობლილების რაოდენობა პირდაპირ კავშირშია დამტენების რაოდენობასთან. ანუ დამტენი ერთგვარი წამახალისებელი ფაქტორია იმისათვის, რომ მომხმარებელმა არჩევანი ელექტრომობილზე და არა შიდაწვის ძრავზე გააკეთოს.
პირველი საჯარო დამტენი ი-სპეისმა 2016 წელს განათავსა, როდესაც ჯერ კიდევ 5 ელ.მობილი იყო ბაზარზე.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები