ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ექსპერტები ეკონომიკის 2.7%-იან შემცირებას ელიან
18 ნოემბერი, 2020, 15:43
ექსპერტები ეკონომიკის 2.7%-იან შემცირებას ელიან
თბილისი (GBC) - 2020 წლის IVკვარტალში, წინა პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკური კლიმატი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ეკონომისტების შეფასება ნეგატიურია.

PMCG კვლევით, Q4-ში Q3 -თან შედარებით, ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ოდნავ გაუმჯობესდა თუმცა Q4/2019-თან შედარებით გაუარესებულია. მომდევნო 6 თვეც უარყოფითად ფასდება. ნიშანდობლივია, რომ მომდევნო 6 თვის მოლოდონები ოდნავ გაუარესდა 2020 წლის III და 2019 -ის IV კვარტლებთან შედარებიღ.

ძირითად მაკროეკონომიკურ ინდიკატორებზე პროგნოზი,.ექსპერტებმა გამოკითხვის ფარგლებში გააკეთეს, რომლის მიხედვით, Q4/2020-ში რეალური მშპ-ს მოსალოდნელი ზრდის პროგნოზი 2020 წელს შეადგენს -2.7%.

სხვა ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორების პროგნოზი შემდეგნაირია:

ქართული ლარი ზედმეტად გაუფასურებულია აშშ დოლარის, ევროს, თურქული ლირას და რუსული რუბლის მიმართ. მოსალოდნელია ექსპორტის კლება უახლოეს 6 თვეში, გასულ 6 თვესთან შედარებით.

ექსპორტი სავარაუდოდ იმპორტზე ნაკლებად დაიკლებს, რაც გამოიწვევს წლიურად სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას მომდევნო 6 თვეში, გასულ ^თვესთან შედარებით.

ექსპერტებმაშეაფასეს COVID19-ის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, ეკონომიკის აღდგენა და მთავრობის ქმედებები.

ექსპერტთა უმეტესობამ (82%) აღნიშნა, რომ საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური გაჯანსაღება დამოკიდებული იქნება გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღებაზე.

64%-მა ხაზგასმით განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკის აღდგენა დამოკიდებულია რუსეთის და თურქეთის ეკონომიკების გაჯანსაღებაზე.

ეკონომისტებს, ასევე, სთხოვეს, შეაფასებინათ კომპანიების კონკრეტული პრობლემები პანდემიის ფონზე 1-დან (საერთოდ არ არის პრობლემატური) 5-მდე (ძალიან პრობლემატური).

გამოკითხულთა 36%-მა საერთაშორისო ბაზრის პრობლემა განსაზღვრა, როგორც ”ძალიან პრობლემატური”, ხოლო რესპონდენტთა 18% -მა აღნიშნა, რომ დაფინანსება / ლიკვიდობა ”საერთოდ არ არის პრობლემატური”. გარდა ამისა, ექსპერტებმა შეაფასეს კომპანიების გადახდისუუნარობის რისკი საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. განთავსებისა და კვების ობიექტების საქმიანობა არის ერთადერთი სექტორი, სადაც ექსპერტთა უმრავლესობამ (36%) გადახდისუუნარობის რისკი შეაფასა როგორც ”ძალიან მაღალი”.

გამოკითხულთა 18% აცხადებს, რომ ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობაში კომპანიების გადახდისუუნარობის რისკი ”ძალიან დაბალია”. გამოკითხული ეკონომისტების 46% აცხადებს, რომ მთავრობის მიერ დაწესებული ფისკალური სტიმულირების პაკეტი საკმარისია, ხოლო 54% ფიქრობს, რომ მეტის გაკეთება შეიძლებოდა. გარდა ამისა, ექსპერტებს სთხოვეს დაესახელებინათ მთავრობის არსებული ინიციატივები, რომლებიც 2021 წელს უნდა გაგრძელდეს. ეკონომისტების 91% აცხადებს, რომ უნდა გაგრძელდეს ლიკვიდური სახსრების მიწოდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, ხოლო დაჩქარებული წესით დღგ-ს დაბრუნება და გადასახადების გადავადება ბიზნესისთვის, ექსპერტების 64% -მა დაასახელა.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები