ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
აეროპორტების გაერთიანება ACI EUROPE ასამბლეაში მონაწილეობს
17 ნოემბერი, 2020, 15:31

თბილისი (GBC) - ბრიუსელში დღეს ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI EUROPE) გენერალური ასამბლეა და კონგრესი მიმდინარეობს. COVID 19-ის პანდემიის გამო ყოველწლიური ასამბლეა წელს ვირტუალურად, ონლაინ რეჟიმში ტარდება. 30-ე საიუბილეო ფორუმში საჰაერო ტრანსპორტის უმაღლესი პირები და სფეროს ლიდერები მონაწილეობენ.  კონგრესზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე წარმოადგენს.

კონგრესის ძირითადი თემა პანდემიის პერიოდში აეროპორტებისთვისა და ავიაკომპანიებისთვის არსებული გამოწვევებია. თამარ არჩუაძის განმარტებით, ასამბლეაზე საუბარი შეეხება როგორ უნდა დაძლიონ არსებული პრობლემა ინდუსტრიის წარმომადგენლებმა და როგორ გადავაწყვეთ  ჩვენი ბიზნეს სტრატეგია COVID 19-ის გამო აეროპორტებმა და ავიაკომპანიებმა.

,,გენერალურ ასამბლეაზე ვისაუბრებთ საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებულ გამოწვევებზე, ასევე  აეროპორტებისა და ავიაკომპანიებში  დასაქმებული ორგანიზაციების  საქმიანობის წარმოებისა და საჰაერო ტრანსპორტირების ქსელების გაუმჯობესების ხელშეწყობაზე. დღის წესრიგის მიხედვით დავამტკიცებთ 2021 წლის ფინანსურ ბიუჯეტს,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ.

გენერალურ ასამბლეაზე აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI EUROPE) კომიტეტის 7 მუდმივმოქმედ წევრსა და პრეზიდენტს აირჩევენ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები