ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ვალუტა და ფასიანი ქაღალდები << უკან
ნავთობი პარასკევის დანაკარგს ინაზღაურებს
16 ნოემბერი, 2020, 11:21
ნავთობი პარასკევის დანაკარგს ინაზღაურებს

თბილისი (GBC) - ეტალონური მარკების ნავთობმა ახალი კვირა ზრდით დაიწყო, პარასკევის მკვეთრი ვარდნის შემდეგ. მთლიანობაში, გასული კვირა ნავთობმა 8%–იანი ზრდით დახურა.

ნავთობის ზრდას იმის მოლოდინი უწყობს ხელს, რომ საკარანტინო ზომები აშშ–ში არ იქნება ისეთი მკაცრი, როგორც გაზაფხულზე, კორონავირუსის პირველი ტალღის დროს იყო. ამერიკის ახალარჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ერთ–ერთმა მთავარმა მრჩეველმა დაავადების გავრცელებასთან ბრძოლის საკითხებში ვივეკ მარტიმ განაცხადა, რომ ლოკდაუნი უკიდურეზი ზომაა. ტელეარხთან Fox ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ გაზაფხულიდან მოყოლებული ხელისუფლებამ ბევრი რამ ისწავლა პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით. ამდენად, სანიტარულ ზომებს განიხილავენ არა როგორც „გამორთვის ღილაკს“, არამედ როგორც „რეგულატორს, რომელიც შეგიძლია გაამკაცრო, ან შეარბილო, საფრთხის ხარისხიდან გამომდინარე“.

„ბაიდენის მრჩევლის განცხადება იმის შესახებ, რომ ის საერთო ეროვნული კარანტინის წინააღმდეგია, კარკი სიახლეა ენერგომოთხოვნის გასაზრდელად ჩრდილოეთ ამერიკაში. ეს არის მთავარი ამბავი, რაც დღეს დილით ნავთობს ზრდისკენ უბიძგებს“, – ციტირებს DailyFX–ის ჩტრატეგს მარგარეტ იანს S&P Global Platts.

გარდა ამისა, ბაზრებს ოპტიმიზმის სხვა მიზეზიც აქვს და ეს არის შაბათ–კვირას ჰანოეში გამართულ სამიტზე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მსოფლიოს ისტორიაში უდიდესი შეთანხმების გაფორმება. აზია–წყნარი ოკეანეთის ქვეყნებმა, ჩინეთის ინიციატივით გააფორმეს ეს შეთანხმება. გარიგებაში მონაწილე ქვეყნების ჯამური მშპ გლობალური ეკონომიკის ერთ მესამედს შეადგენს.

ამ ფონზე Brent-ის მარკის ნავთობის იანვრის ფიუჩერსები ლონდონის ბირჟაზე, თბილისის დროით 11:00 საათისთვის, 1,22%–ით არის გაძვირებული და ბარელის ფასი $43,28–ს შეადგენს.

ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI დეკემბრის ფიუჩერსები ამ დროისთვის 1,54%–ით არის გაზრდილი და ბარელი $40,74 ღირს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები