| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ტრანსადრიატიკული გაზსადენი (Trans Adriatic Pipeline, TAP) მზადაა ევროპის ქვეყნებში აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზის კომერციული მიწოდებისთვის. ოთხნახევარწლიანი მუშაობის შემდეგ სალონგიკში გაზსადენი კომერციული ოპერაციების სტადიაზე გადავიდა.
„კომპანია BP, როგორც TAP-ის აქციონერი, მოხარულია ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის
დასრულებით. ეს იმაზე მეტყველებს, რომ შაჰ–დენიზის საბადოს დამუშავების მეორე სტადიისა
და გაზის სამხრეთის დერეფნის პროექტები სისრულეშია მოყვანილი. ეს პროექტები ისტორიაში
შეცვლიან კასპიის რეგიონის ენერგეტიკულ რუკას, დააკავშირებს რა ადგილობრივ მარაგებს
ევროპასთან. ამ სამუშაოების დასრულება საშუალებას გვაძლევს, წლის ბოლომდე დავიწყოთ
აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირება ევროპის ქვეყნებში“, – აცხადებენ კონსორციუმში
TAP
AG, რომელმაც გაზსადენი ააშენა.
TAP AG–ში მილსადენის
მშენებლობის დასრულების შესახებ 13 ოქტომბერს განაცხადეს. TAP–ის საერთო სიგრძე 878 კმ–ს შეადგენს, საიდანაც 550
კმ საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილზე გადის, 215 კმ – ალბანეთის ტერიტორიაზე, 105 კმ –
ადრიატიკის ზღვის ფსკერზე და 8 კმ იტალიის ტერიტორიაზე. TAP გაზის სამხრეთის დერეფნის ბოლო
კომპონენტია, რომელიც აზერბაიჯანულ გაზს საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპაში
გადატუმბავს.
გაზის სამხრეთის დერეფნის
შემადგენელი კომპონენტებია: სამხრეთ კავკასიის გაზსადენი (ბაქო–თბილისი–ერზრუმი), ტრანსანატოლიის
გაზსადენი (თურქეთის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან საბერძნეთის საზღვრამდე)
და ტრანსადრიატიკის გაზსადენი.
გაზსადენის საპროექტო
სიმძლავრე წელიწადში 10 მლრდ კბ/მ–ს შეადგენს. მილსადენის გამტარუნარიანობა გადატვირთული
გაზის მოცულობის გაორმაგების შესაძლებლობას იძლევა. პროექტის ღირებულება 4,5 მლრდ ევროს
შეადგენს.
მანამდე ვრცელდებოდა
ინფორმაცია, რომ თურქეთი სულ უფრო ამცირებს რუსული გაზის შესყიდვებს და უპირატესობას
აზერბაიჯანულ საწვავს ანიჭებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss