| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ნავთობი კლავ იაფდება, მაგრამ კვირა შესაძლოა პლუსში დახუროს. ეტალონური მარკების ნავთობის ფასი პარასკევის ვაჭრობაზე მცირდება, რასაც ანალიტიკოსები აშშ–ში ევროპასა და აზიაში კორონავირუსის ახალი ტალღის გამო მოთხოვნის შემცირების მოლოდინებს უკავშირებენ. Trading Economics–ის მიმომხილველების აზრით, მიუხედავად დღევანდელი ვარდნისა, Brent–მა და WTI–მ მიმდინარე კვირა, შესაძლოა, 10%–იანი ზრდით დახურონ.
ენერგომატარებლებზე მოთხოვნის პერსპექტივა გაურკვეველი
რჩება, ვინაიდან კორონავირუსის გავრცელება მზარდია და ბევრი ქვეყანა შეზღუდვებს მიმართავს.
ამას ემატება აშშ–ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ხუთშაბათს
საღამოს გამოქვეყნებული მონაცემები, რომელთა თანახმად, 6 ნოემბერს დასრულებულ კვირაში
ქვეყნის ნავთობმარაგები 4,28 მლნ ბარელით გაიზარდა. მანამდე ექსპერტები ამ მაჩვენებლის
3 მლნ ბარელით ზრდას ელოდნენ.
კვირის წინა დღეებში ნავთობის გაძვირებას ხელი შეუწყო
კორონავირუსის ვაქცინის წარმატებულმა გამოცდამ ამერიკული და გერმანული კომპანიების
მიერ.
Brent–ის მარკის ნავთობის ფასი ლონდონის ბირჟაზე, იანვარში
მიწოდების პირობით, თბილისის დროით 10:58 საათისთვის, 1,26%–ით არის შემცირებული და
ბარელზე $42,98 ფიქსირდება.
ამერიკული WTI–ის დეკემბრის ფიუჩერსების ფასი ნიუ–იორკის
სასაქონლო ბირჟაზე, ამ დროისთვის, 1,63%–ითაა შემცირებული და ბარელის ფასი $40,45–ს
შეადგენს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss