| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - არჩილ თალაკვაძე თავის პარტიას, ჩვენ ჩვენსას უნდა დაველაპარაკოთ, - აშშ-ის ელჩის რეზიდენციიდან გამოსულმა ელისაშვილმა (და მოქალაქეები) 2-3 დღეში დაგეგმილ შეხვედრამდე, თანაპარტიელებთან შეთანხმებაზე განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური კრიზისი რომ განსამუხტია, მხარეები ჯერ მხოლოდ ამაზე თანხმდებიან.
"გირჩის" ლიდერის ზურა ჯაფარიძის თქმით ატმოსფერო პოზიტიურია და ჯერჯერობით მთავარი მიღწევა მხოლოდ მორიგი შეხვედრის ჩანიშვნაა.
დავით ბაქრაძის (ევროპული საქართველო) პოზიცია უცვლიელია. ხელახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე. თუმცა ეცდებიან პოზიციების დაახლოებას.
ბადრი ჯაფარიძის ("ლელო") თქმით, ელჩ ფასილიტატორებს გააცნეს მოთხოვნები და პრეტენზიები. აღნიშნა, რომ მმართველმა პარტიამ თავისი არგუმენტები წარმოადგინა, თუმცა დეტალები არ დააკონკრეტა. პოზიციის პოზიცია არც სხვა ოპოზიციონრებმა გააჟღერეს.
მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შეხვედრა სასარგებლო იყო. მადლობა გადაუხადა აშშ-ს ელჩებს, რომლებსაც დიალოგის ქვეყნის სასიკეთოდ დასრულების სურვილი აქვთ. მისი თქმით, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება და მზად არიან ოპოზიციის ყველა პრეტენზიის ერთობლივად განხილვისთვის. პრობლემების მყისიერად მოგვარების ილუზია არ აქვს, მაგრამ სჯერა შედეგის.
ინაშვილს (პატრიოტთა ალიანსი) კი არ ჰგონია, რომ პრობლემა ერთი შეხვედრით მოგვარდება.
ხუთშაბათის შეხვედრა ოპოზიციის ქუჩის კამპანიის აქტივობების გეგმას არ ცვლის. შაბათის აქცია შედგება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss