| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - აშშ–ის ენერგეტიკის სამინისტროს მოლოდინით, წლის ბოლომდე Brent-ის მარკის ნავთობის ფასი $40–იან ნიშნულზე შენარჩუნდება. უწყების ენერგეტიკული ინფორმაციის სამმართველოს ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021 წელს აღნიშნული მარკის ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე $47–ს მიაღწევს.
ამასობაში, აშშ–ში ნავთობმარაგების შემცირების შესახებ
ინფორმაციის გავრცელების ფონზე ეტალონური მარკების ნავთობი პლუსში მიდის. ოთხშაბათის
ვაჭრობებზე Brent-ის მარკის ნავთობის იანვრის ფიუჩერსები, თბილისის დროით 11:10 საათისთვის,
1,93%–ით არის გაზრდილი და ბარელზე$44,46–ს შეადგენს.
ამერიკული მსუბუქი ნავთობის ფასი ამ დროისთვის
1,98%–ით არის გაზრდილი და ბარელი WTI $42,28 ღირს.
ბოლო ორ სესიაზე ნავთობის ფასი 11%–ით არის გაზრდილი,
რასაც ანალიტიკოსები აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვებას
და ამერიკული და გერმანული კომპანიების მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის
წარმატებულ ცდებს უკავშირებენ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss