ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კორეასან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკება იწყება
9 ნოემბერი, 2020, 16:34
კორეასან თავისუფალ  ვაჭრობაზე მოლაპარაკება იწყება

თბილისი (GBC) - საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით მიზანშეწონილობის კვლევის (feasibility study) დაწყება იგეგმება. აღნიშნული გადაწყვეტილება იქნა მიღებული წინასწარ კონსულტაციებზე, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო კორეის მხრიდან – ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ჟანგ ჰუი კიმი.

 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კონსულტაციების პროცესში მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და კორეას სავაჭრო პოლიტიკები, ერთმანეთს გააცნეს თავიანთი ხედვა და მიზნები, სავაჭრო რეჟიმები, პრიორიტეტული მიმართულებები, ინტერესის სფეროები და სხვა.

კონსულტაციების დროს აღინიშნა, რომ კორეა საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. ამასთან არსებობს აუთვისებელი სავაჭრო პოტენციალი, რომელიც მხარეთა რწმენით მეტად იქნება გამოყენებული თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის პირობებში. კორეას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 16 შეთანხმება აქვს გაფორმებული მსოფლიოს 56 ქვეყანასთან, მათ შორის ისეთ წამყვან ქვეყნებთან როგორიცაა აშშ, ევროკავშირი და ჩინეთი.

 

კონსულტაციები შეეხო თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებების პროცესს და პროცედურულ ნაწილსაც. კორეის შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, მსგავსი კონსულტაციების წარმოება პირველ ეტაპს წარმოადგენს. მხარეები შეთანხმდნენ შემდგომ ნაბიჯებზე, რაც კორეასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარებაზე გადაწყვეტილების მიღებას გულისხმობს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები