ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
როგორ მცირდება პენსიის მსყიდველუნარიანობა - ინფლაციის ეფექტი
6 ნოემბერი, 2020, 16:31
როგორ მცირდება პენსიის მსყიდველუნარიანობა - ინფლაციის ეფექტი
თბილისი (GBC) - ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (7.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (5.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (2.7 პროცენტი).

ინფლაცია მნიშვნელოვნად ამცირებს მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას და უზრდის მათ ყოველდღიურ ხარჯებს.
საქსტატის მონაცემებით, წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო ხელფასი 1150 ლარი იყო. ამ თანხის მსყიდველუნარიანობა წლიურად თითქმის 200 ლარით არის შემცირებული.

2019 წლის ოქტომბრის 1150 ლარი ლარის ინფლაციის გათვალისწინებით 2020 წლის ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს 1193.77 ლარს.
რაც შეეხება პენსიებს, 70 წელს ზემოთ მოქალაქეების პენსია 250 ლარს შეადგენს, ამ თანხის მსყიდველუნარიანობა კი წლიურად 59 ლარით და 50 თეთრით არის შემცირებული. პენსია 50 ლარით ივლისიდან გაიზარდა, თუმცა როგორც ჩანს ეს ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით არ ასახულა.

საქსტატის მონაცემებით შინამეურნეობების ხარჯების ყველაზე დიდი წილი სურსათზე მოდის. ამ მიზნით ოჯახები საშუალოდ თვეში 446 ლარს ხარჯავენ. სურსათის ჯგუფზე წლიურად ინფლაცია 5.5%-ით არის გაზრდილი.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები