ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ლარის რყევა თუ გარდაუვალია, ხარჯვა არასწორია
6 ნოემბერი, 2020, 15:42
ლარის რყევა თუ გარდაუვალია, ხარჯვა არასწორია

თბილისი (GBC) - საბანკო სექტორი სებ-ისგან სავალუტო დაკრედიტების, ლარის შეღავათიან რეგულაციებთან მიახლოებას ითხოვს, ანუ წახალისებულ ლართან, შევიწროებულ დოლარის გათანაბრებას, რაც კურსზე წნეხს მოხსნის და სასესხო განაკვეთების გაზრდას შეაკავებს.

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის განმარტებით, ამით მოკლევადიანი ეფექტის მიღება შესაძლებელია. მაგრამ გრძელვადიან დისბალანსს ვერ დაარეგულირებს. იმასაც აღნიშნავს, რომ მსგავსი ნაბიჯები არ აღიქმება ლარიზაციის ხელშემშლელად. შესაბამისად, თუ დავიჯერებთ, გამოდის, რომ ფინანსისტების ნაწილი არასწორ წარმოდგენებს ქმნის.

ბანკების ლობისტი სასესხო განაკვეთების ზრდას არ ელის და არ იზიარებს კურსზე ატეხილ ბოლოდროინდელ აჟიოტაჟს, რადგან უჩვეულო არ არის, რომ პოლიტიკური პროცესების გადალაგებას ინვესტორი პასუხობს ისე როგორც პასუხობს. ხარჯვით ნაწილს ამცირებს. ბიზნესი საჭირო ვალუტას დაგეგმილზე ადრე ყიდულობს. ამას ემატება ზამთრის სეზონზე გაზრდილი იმპორტი. გაცვლითი კურსი კი იმიტომ არის მცურავი რომ აღნიშნული ფაქტორები აისახოს და ეკონომიკურ პროცესების ამა თუ იმ სიმპტომზე მიანიშნოს.

ბანკების ლობისტი არც საინვესტიციო ბანკების შეფასებას იზიარებს, სებ-ის მიერ რეზერვების არასაკმარისი ოდენობით დაგროვებაზე. იგულისხმება პანდემიამდელი პერიოდის, სებ-ის ვალუტის შესყიდვის ინტერვენციები.

ეკონომისტების ნაწილს მიაჩნია,,მაშინ, რეზერვების შეგროვების, კარგ დროს, სებ-ს, რეფინანსირების სესხები რომ არ გაეცა, დღეს უფრო მეტი ექნებოდა შეგროვებული. მაგრამ ძნელაძის განმარტებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეტს დახარჯავდა. ხარჯის მიზანშეწონილობას სხვა ფაქტორები ადგენს. თუ ლარის მერყეობა გარდაუვალია, ხარჯვა არასწორია

ძნალაძის თქმით, სებ-მა რეზერვების შესაგროვებლად ყველაფერი გააკეთა, შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენა. კრიტიკაც დაიმსახურა, მაგრამ არაპოპულარობის მიუხედავად, ნაბიჯები მაინც გადადგა.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები