ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Fitch ლარიზაციისთვის ნაბიჯებს ითხოვს
6 ნოემბერი, 2020, 12:49
Fitch ლარიზაციისთვის ნაბიჯებს ითხოვს
თბილისი (GBC) - Fitch-ის საბანკო მიმართულების დირექტორი თვლის რომ დედოლარიზაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები არასაკმარისია. „ბიზნეს ფორმულასთან“ ინტერვიუში სარეიტინგო სააგენტოს წარმომადგენელი ამბობს, რომ სესხებზე დაწესებული შეზღუდვები, ისეთი როგორიცაა 200 000 ლარამდე ჭერი გრძელვადიან პერიოდში საკმარისი არაა.

„ ლარში სესხების საპროცენტო განაკვეთები საკმაოდ მაღალია, შედეგად მოსახლეობა სესხს დოლარში იღებს, რომლის პროცენტიც გაცილებით დაბალია. საბოლოოდ კი ამ მიზეზით დოლარიზაცია მნიშვნელოვნად არ მცირდება. მანამ სანამ ლარში საპროცენტო განაკვეთები ასეთი მაღალი იქნება, უცხოური ვალუტის სესხების წილი მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება.

საქართველომ დოლარიზაციის შესამცირებლად არაერთი ნაბიჯი გადადგა. მათ შორის გამოვყოფდი 200 ათას ლარამდე სესხებზე ჭერის დაწესებას. მიუხედავად ამისა ვხედავთ რომ კორპორატიულ სეგმენტში, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების ნაწილში დოლარიზაცია კვლავ მაღალია. მის შესამცირებლად კი სესხებზე დაწესებული შეზღუდვები არ არის საკმარისი. უფრო ეფექტური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. მაგალითად ვხედავთ რომ ეროვნულ ვალუტაში გრძელვადიანი დაკრედიტების წილი საკმაოდ დაბალია, მისი გაზრდა კი საბანკო სექტორს დოლარიზაციის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად შეუმცირებს. საკმაოდ მაღალია უცხოურ ვალუტაში განტავსებული დეპოზიტების წილიც.. გრძელვადიან პერიოდში დოლარიზაციის შემცირებას ლარის კურსის ცვალებოდობის ტემპის შენელება და მოსახლეობის მხრიდან ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გაზრდა, დაეხმარება“, - მიიჩნევს სარეიტინგო სააგენტო.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები