ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
აშშ–ში ხმების დათვლა ჭიანურდება
5 ნოემბერი, 2020, 11:30
აშშ–ში ხმების დათვლა ჭიანურდება

თბილისი (GBC) - შეერთებულ შტატებში პრეზიდენტს, ზედა პალატის 1/3 -სა და მთელ ქვედა პალატას ირჩევს. ხმების დათვლის პროცესი რამდენიმე საკვანძო შტატში გაჭიანურდა, ხოლო ტრამპის გუნდი უკვე აპროტესტებს არჩევნების შედეგებს.

თბილისის დროით 9:30 საათისთვის უშუალოდ საპრეზიდენტო მარათონის შედეგები ჯერ კიდევ გაურკვეველია. ხმები ბოლომდე არ არის დათვლილი მთელ რიგ შტატებში, რომლებშიც წარმოებული კამპანიების შედეგებმა ვერცერთი კანდიდატის უპირატესობა ვერ აჩვენა.

დემოკრატი ჯო ბაიდენი მიჩიგანსა და ვისკონსინში ლიდერობს. სადაო რჩება ვითარება ოთხ შტატში: პენსილვანია, ნევადა, ჩრდილოეთ კაროლინა და ჯორჯია. კითხვის ნიშნის ქვეშაა არიზონას შედეგებიც, სადაც ხმების დათვლა ასევე არ დასრულებულა.

ჯერ კიდევ არ არის დათვლილი ამომრჩევლის მიერ ფოსტით გაგზავნილი ხმები. ალასკის შტატის საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, რომ ხმების დასათვლელად ერთი კვირა სჭირდებათ, პენსილვანიაში კი თქვეს, რომ დათვლის პროცესი შესაძლოა პარასკევამდე გაჭიანურდეს. ნევადაში საერთოდ შეწყვიტეს ხმების დათვლა და განაცხადეს, რომ ერთ დღეში განახლდება პროცედურა.

მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შტაბმა მიჩიგანსა და პენსილვანიაში ხმების დათვლის პროცესის შეწყვეტა სასამართლოში შეტანილი სარჩელით მოითხოვა. პრეზიდენტის გუნდის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მათი წარმომადგენლები რამდენიმე უბანზე ხმების დათვლის პროცედურაზე არ დაუშვეს. ტრამპის ადვოკატი რუდი ჯულიანი პენსილვანიის დედაქალაქ ფილადელფიაში გადაფრინდა, ის მასობრივ დარღვევებზე აკეთებს განცხადებას.

ამ დროისთვის დემოკრატების კანდიდატი 23 შტატში ლიდერობს: ვისკონსინი, ნევადა, მენე, ვერმონტე, ნიუ–ჰემპშირი, ნიუ–ჯერსი, ნიუ–იორკი, მერილენდი, ვირჯინია, ილინოისი, ნიუ–მექსიკო, არიზონა, კოლორადო, ვაშინგტონი, კალიფორნია, ორეგონა, ჰავაი, კოლუმბიის ოლქი, მიჩიგანი.

მოქმედი პრეზიდენტი ოპონენტს 27 შტატში უსწრებს: აიოვა, ალასკა, ჩრდილოეთ კაროლინა, სამხრეთ კაროლინა, ჯორჯია, ფლორიდა, პენსილვანია, ტეხასი, ოჰაიო, ინდიანა, დასავლეთ ვირჯინია, კენტუკი, ტენესი, ალაბამა, მისისიპი, ლუიზიანა, არკანზასი, მისური, ოკლაჰომა, კანზასი, ნებრასკა, ვაიომინგი, იუტა, მონტანა, სამხრეთ დაკოტა, ჩრდილოეთ დაკოტა და აიდაჰო.

ხმების დათვლის შემდეგ თუ ბალანსი არ შეიცვლება, ეს ნიშნავს, რომ არჩევნებს დემოკრატი ჯო ბაიდენი იგებს. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები