| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |
თბილისი (GBC) - კიბერუსაფრთხოების სფეროში სპეციალისტების დეფიციტი უკვე 2021 წელს მოგვევლინება მწვავე პრობლემად. ამის შესახებ საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „ფრაისუოთერჰაუსკუპერს“–ის (PwC) კვლევის შედეგებშია ნათქვამი.
კვლევის თანახმად, მომავალ წელს მსოფლიოს კომპანიების 51% აპირებს კიბერუსაფრთხოების საკუთარი სტაფის გაზრდას. ამის აუცილებლობა პანდემიის გამო ბევრი თანამშრომლის დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადაყვანამ განაპირობა.
PwC–მ სხვადასხვა დარგის ტექნოლოგიური და ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილებების ხელმძღვანელები, სულ მსოფლიოში 3 ათასზე მეტი ადამიანი გამოკითხა. მათ შორის დასავლეთ ევროპაში (34%), ლათინურ ამერიკაში (8%), ჩრდილოეთ ამერიკაში (29%), აზია–წყნარი ოკეანის რეგიონში (18%), აღმოსავლეთ ევროპაში (4%), ახლო აღმოსავლეთში (3%) და აფრიკაში (3%). გამოკითხული კომპანიების 22% კიბერუსაფრთხოების სფეროში შტატების 5%–ზე მეტით გაზრდას გეგმავს.
„საკადრო მენეჯერები მწვავე
კონკურენციას აწყდებიან შრომის ბაზარზე კიდერუსაფრთხოების სპეციალისტების მოძიებისას.
ბოლო კვლევების თანახმად, მხოლოლდ აშშ–ის ბაზარზე კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების
რაოდენობა 50%–ით ნაკლებია გამოცხადებულ ვაკანსიებთან შედარებით“, – ნათქვამია კვლევის
ანგარიშში.
მთლიანობაში, PwC–ის გამოკითხვის თანახმად, მსოფიოში კომპანიების
55% აპირებს კიბერუსაფრთხოებაზე ხარჯების გაზრდას, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციების
მენეჯერების უმრავლესობა (64%) შემოსავლების შემცირებას ელოდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss