ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
კომბოსტო გაძვირდა, ყურძენი გაიაფდა
3 ნოემბერი, 2020, 11:21
კომბოსტო გაძვირდა, ყურძენი გაიაფდა
თბილისი (GBC) - ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.8%, წლიურმა კი 3.8% შეადგინა. საბაზო წლიური ( Y.Y ოქტომბერი/ოქტომბერთან) ინფლაცია 5.4%, თამბაქოს გარეშე კი 5% -ით განისაზღვრა.

მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადად იმოქმედა ფასის ზრდამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.28 % პუნქტით აისახა. ქვეჯგუფები: ზეთი და ცხიმი (7.2 %), ბოსტნეული და ბაღჩეული (5.3 %), რძე, ყველი და კვერცხი (2.7 %).

ამასთან ფასების კლებაა ხილსა და ყურძენზე (-9.7 %); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ფასები მომატებულია 5.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.18 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია როგორც ფეხსაცმლის (8.6 პროცენტი), ასევე ტანსაცმლის (3.2 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 1.2 პროცენტით, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (2.9 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.8 პროცენტით, რაც 0.09 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1.2 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (0.3 პროცენტი).
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები