| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით სტარტაპებისთვის პირველი რეგიონალური შეხვედრა Startup Touch ონლაინ რეჟიმში გაიმართა.
ღონისძიებაზე 50-მდე სტარტაპის დამფუძნებელი და საერთაშორისო დონის ინვესტორები, აქსელერატორები და კომპანიები მონაწილეობდნენ.
ორი დღის განმავლობაში 250-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა, სტარტაპებს შესაძლებლობა ჰქონდათ სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებისგან პროფესიული რჩევები მოესმინათ.
ბიზნესების დამფუძნებლებმა და დამსწრეებმა მონაწილეობა მიიღეს ცხრა ვორქშოპში, რომლებსაც ატარებდნენ ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან: 500 Startups, Google Launchpad, Funderbeam, Start - Business Solutions, Blue Lake Accelerator, Genesis Investments, lemlist.com და Rimon Law.
ღონისძიების პარტნიორების დახმარებით კი ბიზნესმეწარმეები ინვესტორებს შეხვდნენ.
სტარტაპებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ ვირტუალურ გამოფენაზე საკუთარი პროექტები გამოეტანათ და საერთაშორისო ინვესტორების, GITA-ს, Emerging Europe-ს, Overkill Ventures-ს, Funderbeam-ს, Rockstart Accelerator-ს, Techstars Israel-ს, Tera Ventures-ს and 500 Startups-ის წარმომადგენლებისთვის შეეთავაზებინათ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss